
ჩაბარების ვადა:
20 იანვარი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6399 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს “წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში“ (შემდგომში „საავადმყოფო“) აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.
საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი:
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის მანძილზე, ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ ყოველი კონკრეტული მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს მესამე დღისა;
- საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდება შემსყიდველის მიერ მომწოდებლის ქ. თბილისში განთავსებული ადგილიდან საავადმყოფოში (მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N33).
ანგარიშსწორების პირობები:
- ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით, რომელიც უცვლელი იქნება მთელი საკონტრაქტო პერიოდის განმავლობაში;
- ფასი უნდა მოიცავდეს ადგილზე მოწოდების ღირებულებასაც;
- ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით ლარში, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების შესაბამისად წარმოდგენილი კონსოლიდირებული მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში;
- წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ტენდერი ტარდება 3 ეტაპიანი ვაჭრობის პრინციპით. ვაჭრობა გაიმართება სავარაუდო შესასყიდი რაოდენობის წლიურ თანხაზე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება 158 (ასორმოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით;
- საქონლის საბოლოო ერთეულის ფასები გამოითვლება საბოლოო შემოთავაზების მიხედვით, რაც გულისხმობს პროპორციულად დაკლებას ცხრილში არსებული საქონლის ერთეულის ფასების მიმართ;
- გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, ნიმუშების შეთანხმება, მოწოდების ვადა;
- საავადმყოფოს მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია შეათანხმოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუშები;
- საავადმყოფო იტოვებეს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის 1 თებერვლამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- თანდართული ფაილი (დანართი N1) სრულად შევსებული სახით, დასკანერებული PDF ფორმატში.
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
შენიშვნა: დანართი N1-ში მითითებული რაოდენობები შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს საავადმყოფოს მოთხოვნის შესაბამისად.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 20 იანვრის, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ვაჭრობა გაიმართება შესასყიდი პროდუქციის ჯამურ ღირებულებაზე (წლიური მოცულობის გათვალისწინებით);
- შეთავაზების მაქსიმალური ოდენობა: 31608 ლარი.
- ბიჯი: 158 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ლევან ლიპარტელიანი
მობ.: 598890886
ელ-ფოსტა: levani.liparteliani@mail.ru
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა