15 იანვარი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6401 - ტენდერი შლამის/sludge (მეორადი პროდუქტი) გაყიდვასა და გატანაზე ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიიდან
ტენდერის აღწერილობა:
სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელიც არის “ეი პი ემ ტერმინალზის” ჯგუფის წევრი, აცხადებს ტენდერს, შლამის/sludge (მეორადი პროდუქტი) გაყიდვასა და გატანაზე ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიიდან.
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპი ფასთა გამოკითხვა და დოკუმენტაციის შეგროვება
- მეორე ეტაპი - ელ. აუქციონი.
ტენდერის მიზანია ტენდერის დასრულების შემდგომ, შეირჩეს ერთი კომპანია, რომელიც შლამის/sludge (მეორადი პროდუქტი) გატანაზე იქნება პასუხისმგებელი.
პრეტენდენტი კომპანია, რომელიც მეორე რაუნდში/ელ. აუქციონში დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს იქნება ტენდერის გამარჯვებული და მასთან გაფორმდება წლიური ხელშეკრულება.
სარეალიზაციო საქონელი:
- შლამი (SLUDGE)
- სარეალიზაციო შლამის სავარაუდო რაოდენობა - 100-200 მ3.
სარეალიზაციო საქონლის ლოკაცია:
ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია (მის: ქ. ფოთი, აღმაშენებლის#38);
სატენდერო დოკუმენტაცია:
- თანდართული ფაილის სახით (ბმული #1) გთხოვთ იხილოთ, გაეცნოთ და მონაწილეობის შემთხვევაში ხელმოწერილი სახით ატვირთოთ ხელშეკრულება კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე;
- თანდართული ფაილის სახით (ბმული #2) გთხოვთ გაეცნოთ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქციას/გრაფიკს და დაგვიდასტუროთ;
პროცესის აღწერა:
- სარეალიზაციო მეორადი პროდუქტი შეგროვებული იქნება შესაბამის რეზერვუარში რომლის განბაჟების შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია მოახდენს აღნიშნული საქონლის გატანას
სატენდერო შემოთავაზება:
- პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარმოდგენის მიზნით უნდა შეავსოს სატენდერო წინადადების ფორმაში (ბმული # 3) მოთხოვნილი ინფორმაცია;
ტერიტორიის დათვალიერება:
- ტერიტორიის დათვალიერების მიზნით ვიზიტის შემთხვევაში გამყიდველის საკონტაქტო პირის უნდა აცნობოთ აღნიშნულის თაობაზე ერთი დღით ადრე და ელ. ფოსტის საშუალებით გაუგზავნოთ ვიზიტორების პირადობის ასლები.
- ტერიტორიაზე ვიზიტის დროს ვიზიტორები აღჭურვილი უნდა იყვნენ შემდეგი უსაფრთხოების დაცვის საშუალებებით: ამრეკლი ჟილეტი, ჩაფხუტი,უსაფრთხოების ფეხსაცმელი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - ivane.gogia@apmterminals.com
- სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა - 15.01.2020
ტენდერთან დაკავშირებული საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ივანე გოგია
მობ: (+995) 599 887901
ელ.ფოსტა ivane.gogia@apmterminals.com
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 14200000 ქვიშა და თიხა
- 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები