Tenders.ge
კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური

T6401 - ტენდერი შლამის/sludge (მეორადი პროდუქტი) გაყიდვასა და გატანაზე ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიიდან


განცხადება
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელიც არის “ეი პი ემ ტერმინალზის” ჯგუფის წევრი, აცხადებს ტენდერს, შლამის/sludge (მეორადი პროდუქტი) გაყიდვასა და გატანაზე ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიიდან.

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი ფასთა გამოკითხვა და დოკუმენტაციის შეგროვება
  • მეორე ეტაპი - ელ. აუქციონი.

ტენდერის მიზანია ტენდერის დასრულების შემდგომ, შეირჩეს ერთი კომპანია, რომელიც შლამის/sludge (მეორადი პროდუქტი) გატანაზე იქნება პასუხისმგებელი.

პრეტენდენტი კომპანია, რომელიც მეორე რაუნდში/ელ. აუქციონში დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს იქნება ტენდერის გამარჯვებული და მასთან გაფორმდება წლიური ხელშეკრულება.

სარეალიზაციო საქონელი:

  • შლამი (SLUDGE)
  • სარეალიზაციო შლამის სავარაუდო რაოდენობა - 100-200 მ3.

სარეალიზაციო საქონლის ლოკაცია:
ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია (მის: ქ. ფოთი, აღმაშენებლის#38);

სატენდერო დოკუმენტაცია:

  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #1) გთხოვთ იხილოთ, გაეცნოთ და მონაწილეობის შემთხვევაში ხელმოწერილი სახით ატვირთოთ ხელშეკრულება კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე;
  • თანდართული ფაილის სახით (ბმული #2) გთხოვთ გაეცნოთ ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქციას/გრაფიკს და დაგვიდასტუროთ;

პროცესის აღწერა:

  • სარეალიზაციო მეორადი პროდუქტი შეგროვებული იქნება შესაბამის რეზერვუარში რომლის განბაჟების შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია მოახდენს აღნიშნული საქონლის გატანას

სატენდერო შემოთავაზება:

  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარმოდგენის მიზნით უნდა შეავსოს სატენდერო წინადადების ფორმაში (ბმული # 3) მოთხოვნილი ინფორმაცია;

ტერიტორიის დათვალიერება:

  • ტერიტორიის დათვალიერების მიზნით ვიზიტის შემთხვევაში გამყიდველის საკონტაქტო პირის უნდა აცნობოთ აღნიშნულის თაობაზე ერთი დღით ადრე და ელ. ფოსტის საშუალებით გაუგზავნოთ ვიზიტორების პირადობის ასლები.
  • ტერიტორიაზე ვიზიტის დროს ვიზიტორები აღჭურვილი უნდა იყვნენ შემდეგი უსაფრთხოების დაცვის საშუალებებით: ამრეკლი ჟილეტი, ჩაფხუტი,უსაფრთხოების ფეხსაცმელი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - ivane.gogia@apmterminals.com
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა - 15.01.2020

ტენდერთან დაკავშირებული საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ივანე გოგია
მობ: (+995) 599 887901
ელ.ფოსტა ivane.gogia@apmterminals.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 14200000 ქვიშა და თიხა
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები