20 იანვარი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6407 - ტენდერი თანამშრომლების და კანდიდატების ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ შემოწმებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების და კანდიდატების ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ შემოწმებაზე.
პერიოდი: 1 წელი.
აუცილებელი მოთხოვნა:
- ტენდერში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრები (დიპლომირებული ექიმი, შესაბამისი სერთიფიკატ(ებ)ით და/ან ლიცენზი(ებ)ით), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია, გამოკვლეული პირის ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესატყვისობის შესახებ, კომპანიის მიერ წაყენებულ მოთხოვნებთან.
- ჰაიდელბერგცემენტში წარსადგენი ყველა საჭირო სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტი (ფორმა #100/ა, სპეციალური კითხვარი მუშაკის სამუშაო დატვირთვაზე, სერთიფიკატი სამუშაო დატვირთვის შესაბამისობაზე) სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული და წარდგენილი მკაცრად განსაზღვრულ ვადებში.
- წარმოადგინოს კომპანიის უფლებამოსილ პირთან ჩატარებული კვლევის პირველადი (2-3 სამუშაო დღე) და საბოლოო რეპორტი.
- გამოსაკვლევი პირებისთვის უნდა მოხდეს გრაფიკის კარგად ორგანიზება (რიგისა და მოცდის დროის მინიმუმამდე დაყვანით)
- კლინიკას უნდა შეეძლოს გამოყოს ერთი კონკრეტული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჰაიდელბერგცემენტთან კომუნიკაციასა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე.
- სასურველია ტენდერში მონაწილე კლინიკას ჰქონდეს რეგიონული ქსელი (კასპი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი). ქსელის არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს ორგანიზებული სქემა რეგიონებში მომსახურების.
ტენდერის აღწერილობა:
- საშუალოდ შესამოწმებელი კანდიდატების რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 600 ადამიანს.
ლოკაციების მიხედვით შესამოწმებელ თანამშრომელთა მიახლოებით რაოდენობა:
შესამოწმებელი | |
ბეტონები | 170 |
კასპი | 150 |
რუსთავი | 150 |
სათაო ოფისი | 120 |
ფოთი | 6 |
სუფსა | 3 |
1. შერჩეული კანდიდატის ან დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება რომლის ძირითად სამუშაო ადგილს წარმოადგენს კომპანიის სათაო ოფისში (ჯგუფი 1):
მოიცავს შემდეგ კვლევებს და კონსულტაციებს:
- სისხლის საერთო ანალიზი, ეკგ, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
- თერაპევტის კონსულტაცია: ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასება (წნევა, პულსი, ტემპერატურა და ა.შ) და სრულყოფილი ზოგადი ანამნეზის შეკრება: გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებების, ქრონიკული (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, დიაბეტი...) და ინფექციური დაავადებების, მიკრო და მაკრო ქირურგიული ჩარევების ალერგიის იდენტიფიცირება ანამნეზის შეკრების საფუძველზე.
- ოფთალმოლოგის კონსულტაცია: (თვალის სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა: ვიზომეტრია, ოფთალმოსკოპია, ბიომიკროსკოპია, აუტორეფრაქტომეტრია, კერატო/ოფთალმომეტრია, ტონომეტრია და ტესტი დალტონიზმზე, ჩატარებული ან ჩასატარებელი ქირურგიული ჩარევის დადგენა)
2. შერჩეული კანდიდატის ან დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება რომლის ძირითად სამუშაო ადგილს წარმოადგენს კომპანიის საწარმოო ობიექტები - ცემენტის და ბეტონის ქარხნები, ტერმინალი, კარიერები (ჯგუფი 2)
მოიცავს შემდგომ კვლევებს და კონსულტაციებს:
- სისხლის საერთო ანალიზი, ეკგ, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, სპირომეტრია;
- თერაპევტის კონსულტაცია: ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასება (წნევა, პულსი, ტემპერატურა და ა.შ) და სრულყოფილი ზოგადი ანამნეზის შეკრება: გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებების, ქრონიკული (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, დიაბეტი...) და ინფექციური დაავადებების, მიკრო და მაკრო ქირურგიული ჩარევების, ალერგიის იდენტიფიცირება ანამნეზის შეკრების საფუძველზე
- ოფთალმოლოგის კონსულტაცია: (თვალის სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა: ვიზომეტრია, ოფთალმოსკოპია, ბიომიკროსკოპია, აუტორეფრაქტომეტრია, კერატო/ოფთალმომეტრია, ტონომეტრია და ტესტი დალტონიზმზე, ჩატარებული ან ჩასატარებელი ქირურგიული ჩარევის დადგენა)
- ალერგოლოგის კონსულტაცია;
- ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია: (გარეტა სმენის მილის გამავლობის და ვესტიბულარული პარატის შემოწმება, წიაღების, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების შემოწმება, აუდიომეტრია)
- აუდიოგრამა (კლინიკაში) - საჭიროებისამებრ;
- გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა (კლინიკაში) - საჭიროებისამებრ.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტედენტი კომპანია აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ლინკზე:
https://easysupply.bravosolution.com/web/login.html
მოცემულ ლინკზე რეგისტრაციის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს მეილის და ტელეფონის საშუალებით: Mail: Shalva.Beridze@heidelbergcement.com ; Mob: (591) 53 83 83
დეტალებზე დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
+995 (591) 53 83 83 შალვა ბერიძე
+995 (597) 99 68 86 თამარ სიხარულიძე
ტენდერის კატეგორია:
- 85100000 ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები