ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6407 - ტენდერი თანამშრომლების და კანდიდატების ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ შემოწმებაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს თანამშრომლების და კანდიდატების ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ შემოწმებაზე.

პერიოდი: 1 წელი.
აუცილებელი მოთხოვნა:

  • ტენდერში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრები (დიპლომირებული ექიმი, შესაბამისი სერთიფიკატ(ებ)ით და/ან ლიცენზი(ებ)ით), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია, გამოკვლეული პირის ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესატყვისობის შესახებ, კომპანიის მიერ წაყენებულ მოთხოვნებთან.
  • ჰაიდელბერგცემენტში წარსადგენი ყველა საჭირო სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტი (ფორმა #100/ა, სპეციალური კითხვარი მუშაკის სამუშაო დატვირთვაზე, სერთიფიკატი სამუშაო დატვირთვის შესაბამისობაზე) სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული და  წარდგენილი მკაცრად განსაზღვრულ ვადებში.
  • წარმოადგინოს კომპანიის უფლებამოსილ პირთან ჩატარებული კვლევის პირველადი (2-3 სამუშაო დღე) და საბოლოო რეპორტი.
  • გამოსაკვლევი პირებისთვის უნდა მოხდეს გრაფიკის კარგად ორგანიზება (რიგისა და მოცდის დროის მინიმუმამდე დაყვანით)
  • კლინიკას უნდა შეეძლოს გამოყოს ერთი კონკრეტული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჰაიდელბერგცემენტთან კომუნიკაციასა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე.
  • სასურველია ტენდერში მონაწილე კლინიკას ჰქონდეს რეგიონული ქსელი (კასპი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი). ქსელის არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს ორგანიზებული სქემა რეგიონებში მომსახურების.

ტენდერის აღწერილობა:

  • საშუალოდ შესამოწმებელი კანდიდატების რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 600 ადამიანს.

ლოკაციების მიხედვით შესამოწმებელ თანამშრომელთა მიახლოებით რაოდენობა:  

  შესამოწმებელი
ბეტონები 170
კასპი 150
რუსთავი 150
სათაო ოფისი 120
ფოთი 6
სუფსა 3

  1. შერჩეული კანდიდატის ან დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება რომლის ძირითად სამუშაო ადგილს წარმოადგენს კომპანიის სათაო ოფისში (ჯგუფი 1):  

მოიცავს შემდეგ კვლევებს და კონსულტაციებს: 

  • სისხლის საერთო ანალიზი, ეკგ, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
  • თერაპევტის კონსულტაცია: ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასება (წნევა, პულსი, ტემპერატურა და ა.შ) და სრულყოფილი ზოგადი ანამნეზის შეკრება: გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებების, ქრონიკული (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, დიაბეტი...) და ინფექციური დაავადებების, მიკრო და მაკრო ქირურგიული ჩარევების ალერგიის იდენტიფიცირება ანამნეზის შეკრების საფუძველზე.
  • ოფთალმოლოგის კონსულტაცია: (თვალის სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა: ვიზომეტრია, ოფთალმოსკოპია, ბიომიკროსკოპია, აუტორეფრაქტომეტრია, კერატო/ოფთალმომეტრია, ტონომეტრია და ტესტი დალტონიზმზე, ჩატარებული ან  ჩასატარებელი ქირურგიული ჩარევის დადგენა)

2. შერჩეული კანდიდატის ან დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება რომლის ძირითად სამუშაო ადგილს წარმოადგენს კომპანიის საწარმოო ობიექტები - ცემენტის და ბეტონის ქარხნები, ტერმინალი, კარიერები (ჯგუფი 2)  

მოიცავს შემდგომ კვლევებს და კონსულტაციებს:

  • სისხლის საერთო ანალიზი, ეკგ, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, სპირომეტრია;
  • თერაპევტის კონსულტაცია: ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასება (წნევა, პულსი, ტემპერატურა და ა.შ) და სრულყოფილი ზოგადი ანამნეზის შეკრება: გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებების, ქრონიკული (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, დიაბეტი...) და ინფექციური დაავადებების, მიკრო და მაკრო ქირურგიული ჩარევების, ალერგიის იდენტიფიცირება ანამნეზის შეკრების საფუძველზე
  • ოფთალმოლოგის კონსულტაცია: (თვალის სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა: ვიზომეტრია, ოფთალმოსკოპია, ბიომიკროსკოპია, აუტორეფრაქტომეტრია, კერატო/ოფთალმომეტრია, ტონომეტრია და ტესტი დალტონიზმზე, ჩატარებული ან  ჩასატარებელი ქირურგიული ჩარევის დადგენა)
  • ალერგოლოგის კონსულტაცია;
  • ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია: (გარეტა სმენის მილის გამავლობის და ვესტიბულარული პარატის შემოწმება, წიაღების, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების შემოწმება, აუდიომეტრია)
  • აუდიოგრამა (კლინიკაში) - საჭიროებისამებრ;
  • გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა (კლინიკაში) - საჭიროებისამებრ.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტედენტი კომპანია აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ლინკზე:
https://easysupply.bravosolution.com/web/login.html 

მოცემულ ლინკზე რეგისტრაციის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს მეილის და ტელეფონის საშუალებით: Mail: Shalva.Beridze@heidelbergcement.com ; Mob: (591) 53 83 83

დეტალებზე დამატებითი ინფრომაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 
+995 (591) 53 83 83 შალვა ბერიძე
+995 (597) 99 68 86 თამარ სიხარულიძე

ტენდერის კატეგორია:

  • 85100000 ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები