21 იანვარი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6429 - ტენდერი ინერტული მასალის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ინერტული მასალის შესყიდვაზე (დანართი N1-ში მოცემული სპეციფიკაციების შესაბამისად სამ ლოტად):
- გარეცხილი მდინარის სამშენებელო ქვიშა 0-0.5მმ;
- გარეცხილი მდინარის ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი 0-40 მმ;
- გარეცხილი მდინარის ბალასტი (გაცრილი) 0-70 მმ შესყიდვაზე
შენიშვნა: მონაწილე კომპანიას უფლება აქვს წარმოადგინოს სატენდერო წინადადება ყველა ან ერთ რომელიმე ლოტზე. სისტემაში დაფიქსირებული ფასი უნდა იყოს GWP-ის საწყობამდე (ფეიქრების ქ. N14) ტრანსპორტირების გათვალისწინებით, ხოლო ფასების ცხრილში მითითებული უნდა იყოს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი სამი ალტერნატიული ფასი.
მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
- ინერტული მასალის შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად.
შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული რაოდენობები.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით.
საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:
- ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ყოველდღიურ რეჟიმში, ამასთან GWP-ის საწყობი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, შესაბამისად მასალის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდებს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
შენიშვნა: აღნიშნული ხელშეკრულების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს შემსყიდველის და გამყიდველის ურთიერთშეთანხმებით.
საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:
- საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი დაზუსტება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდესშესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მასალის მიწოდებისგამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა
- შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხის შემოწმების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პრეტენდენტის კარიერზე.
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით კონკრეტულ შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი (დანართი N1), ასევე ინფორმაცია მაქსიმალური დღიური რაოდენობის მიწოდების შესაძლებლობაზე;
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
- სამშენებლო (გარეცხილი) ქვიშის 0-0.5მმ, ქვიშა ხრეშოვანი ნარევის 0-40მმ, ქვიშა ხრეშოვანი ნარევის 0-70მმ რაოდენობის დამადასტურებელი ლიცენზია;
- ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სამუშაოების შესრულებისათვის აუცილებელი ტექნიკის ჩამონათვალი და მათი მოცულობები)
- ინფორმაცია კარიერის ადგილმდებარეობიდან ფეიქრების ქ. N14-მდე არსებული მანძილის შესახებ (კმ), ასევე ინფორმაცია კარიერის ადგილმდებარეობის შესახებ;
შენიშვნა: წარმოდგენილ კილომეტრაჟში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული გრუნტიანი და ასფალტიანი გზის მანძილი
- შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობის სერტიფიკატი (ასლი).
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
- კეთილსინდისიერების განაცხადი
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 21 იანვარი, 17:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი.
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგობიანი
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ggiorgobiani@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1143); 577 640 074
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 599 50 50 67
ტენდერის კატეგორია:
- 14200000 ქვიშა და თიხა