ჩაბარების ვადა:

21 იანვარი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

E
ელ. ტენდერი
T6429 - ტენდერი ინერტული მასალის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ინერტული მასალის შესყიდვაზე (დანართი N1-ში მოცემული სპეციფიკაციების შესაბამისად სამ ლოტად):

  • გარეცხილი მდინარის სამშენებელო ქვიშა 0-0.5მმ;
  • გარეცხილი მდინარის ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი 0-40 მმ;
  • გარეცხილი მდინარის ბალასტი (გაცრილი) 0-70 მმ შესყიდვაზე

შენიშვნა: მონაწილე კომპანიას უფლება აქვს წარმოადგინოს სატენდერო წინადადება ყველა ან ერთ რომელიმე ლოტზე. სისტემაში დაფიქსირებული ფასი უნდა იყოს GWP-ის საწყობამდე (ფეიქრების ქ. N14) ტრანსპორტირების გათვალისწინებით, ხოლო ფასების ცხრილში მითითებული უნდა იყოს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი სამი ალტერნატიული ფასი. 

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ინერტული მასალის შესყიდვა დანართი N1-ში მოცემული სავარაუდო წლიური მოცულობების შესაბამისად.

შენიშვნა: წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობები არის საორიენტაციო და შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს  ელექტრონულ ტენდერში განსაზღვრული რაოდენობები.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ყოველდღიურ რეჟიმში, ამასთან GWP-ის საწყობი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, შესაბამისად მასალის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდებს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

შენიშვნა: აღნიშნული ხელშეკრულების ვადა შესაძლოა გაგრძელდეს შემსყიდველის და გამყიდველის ურთიერთშეთანხმებით.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი დაზუსტება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდესშესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მასალის მიწოდებისგამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა

  • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხის შემოწმების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პრეტენდენტის კარიერზე.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით კონკრეტულ შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1), ასევე ინფორმაცია მაქსიმალური დღიური რაოდენობის მიწოდების შესაძლებლობაზე;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • სამშენებლო (გარეცხილი) ქვიშის 0-0.5მმ, ქვიშა ხრეშოვანი ნარევის 0-40მმ, ქვიშა ხრეშოვანი ნარევის 0-70მმ რაოდენობის დამადასტურებელი ლიცენზია;
  • ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სამუშაოების შესრულებისათვის აუცილებელი ტექნიკის ჩამონათვალი და მათი მოცულობები)
  • ინფორმაცია კარიერის ადგილმდებარეობიდან ფეიქრების ქ. N14-მდე არსებული მანძილის შესახებ (კმ), ასევე ინფორმაცია კარიერის ადგილმდებარეობის შესახებ;

შენიშვნა: წარმოდგენილ კილომეტრაჟში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული გრუნტიანი და ასფალტიანი გზის მანძილი

  • შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობის სერტიფიკატი (ასლი).
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • კეთილსინდისიერების განაცხადი

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 21 იანვარი, 17:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი.
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი გიორგობიანი
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ggiorgobiani@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1143); 577 640 074

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145); 599 50 50 67 

ტენდერის კატეგორია:

  • 14200000 ქვიშა და თიხა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    17 იანვარი 2020 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა