28 იანვარი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6445 - ტენდერი ცეცხლმაქრების შესყიდვა/მომსახურება და საევაკუაციო გეგმის მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სათაო ოფისის, საწყობებისა (3 საწყობი) და მაღაზიებისთვის (205 მაღაზია) ცეცხლმაქრების შესყიდვა/მომსახურება და საევაკუაციო გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს:
დასახელება | ერთეულის ფასი |
ცეცხლმაქრი | |
დამუხტვა/ მომსახურება | |
საევაკუაციო გეგმის მომზადება |
შენიშვნა: ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი (დღგ-ს ჩათვლით)
ცეცხლმაქრების ტექნიკური მახასიათებლები:
- შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს;
- ცეცხლმაქრის კატეგორია ABC /ABCE უნივერსალური;
- კედელზე მისამაგრებელი კრონშტეინით (სამაგრი);
- რაოდენობის მაჩვენებელი მანომენტრით;
- დრეკადი მილით;
- დალუქულ მდგომარეობაში, სპეციალური პლომბით;
დამუხტვა/მომსახურება:
- მოწესრიგდეს ცეცხლმაქრი (ცეცხლმაქრის შლანგი თუ გაბზარულია ან დაშაშრულია უნდა შეიცვალოს ახლით და ასევე აღმოიფხვრას სხვა დაზიანებები);
- დატანებული უნდა იყოს ცეცხლმაქრზე ინფორმაცია (მიკრული სტიკერით ან მარკერით მიწერილი თარიღით) თუ რა დროის განმავლობაში დაიმუხტა და როდის უნდა დაიმუხტოს ახლიდან;
- დამუხტულ ცეცხლმაქრს უნდა ქონდეს ხარისხის გარანტია (გამოყენების შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ABC /ABCE კატეგორიის ცაცხლმაქრს);
ცეცხლმაქრის ქრობა უნდა შეესაბამებოდეს:
- A კლასი – ძირითადად ორგანული წარმოშობის მყარ ნივთიერებათა ხანძრები, რომელთა წვას თან ახლავს ბჟუტვა (მერქანი, ქსოვილი, ქაღალდი);
- B კლასი – წვადი სითხეების ან დნობადი მყარი ნივთიერებების ხანძრები;
- (C ან E) კლასი – ელექტროდანადგარების წვასთან დაკავშირებული ხანძრები;
საევაკუაციო გეგმის მომზადება:
- საევაკუაციო გეგმის დამზადება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
- საევაკუაციო გეგმის დამზადების განფასება, დამზადების დრო;
- საევაკუაციო გეგმის ბეჭდვა და კედელზე განთავსება (გაფორმებული ჩარჩოთი).
აუცილებელი მოთხოვნები:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში
- ლიკვიდაციის პროცესში
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:
- შევსებული შემოთავაზების ფორმა (დანართი 1)
- საგარანტიო ვადა;
- ანგარიშსწორების პირობა;
- ინფორმაცია ცეცხლმაქრის ზომის და ტიპის შესახებ;
- შემოთავაზება უნდა იყოს საკონსულტაციო ხასიათის, ოფისის, საწყობების და მაღაზიების შემთხვევაში რა ტიპის ცეცხლმაქრები იქნება მიზანშეწონილი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 14 იანვრიდან 2020 წლის 28 იანვრის ჩათვლით, 18:00 საათამდე.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- მომწოდებელმა შემოთავაზება უნდა გამოაგზავნოს ელექრონულ ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან დალუქული კონვერტით შპს ორი ნაბიჯის სათაო ოფისში, მისამართზე: ნავთლუღის ქ. 39-41, თბილისი, საქართველო.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ნინო ნიქაბაძე
მობ: 591 51 26 29
ელ. ფოსტა: nino.nikabadze@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები