ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6445 - ტენდერი ცეცხლმაქრების შესყიდვა/მომსახურება და საევაკუაციო გეგმის მომზადებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სათაო ოფისის, საწყობებისა (3 საწყობი) და მაღაზიებისთვის (205 მაღაზია) ცეცხლმაქრების შესყიდვა/მომსახურება და საევაკუაციო გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს: 

დასახელება ერთეულის ფასი
ცეცხლმაქრი  
დამუხტვა/ მომსახურება  
საევაკუაციო გეგმის მომზადება  

შენიშვნა: ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი (დღგ-ს ჩათვლით) 

ცეცხლმაქრების ტექნიკური მახასიათებლები:

  • შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს;
  • ცეცხლმაქრის კატეგორია ABC /ABCE უნივერსალური;
  • კედელზე მისამაგრებელი კრონშტეინით (სამაგრი);
  • რაოდენობის მაჩვენებელი მანომენტრით;
  • დრეკადი მილით;
  • დალუქულ მდგომარეობაში, სპეციალური პლომბით;

დამუხტვა/მომსახურება:

  • მოწესრიგდეს ცეცხლმაქრი (ცეცხლმაქრის შლანგი თუ გაბზარულია ან დაშაშრულია უნდა შეიცვალოს ახლით და ასევე აღმოიფხვრას სხვა დაზიანებები);
  • დატანებული უნდა იყოს ცეცხლმაქრზე ინფორმაცია (მიკრული სტიკერით ან მარკერით მიწერილი თარიღით) თუ რა დროის განმავლობაში დაიმუხტა და როდის უნდა დაიმუხტოს ახლიდან;
  • დამუხტულ ცეცხლმაქრს უნდა ქონდეს ხარისხის გარანტია (გამოყენების შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ABC /ABCE  კატეგორიის ცაცხლმაქრს);

ცეცხლმაქრის ქრობა უნდა შეესაბამებოდეს:

  • A კლასი – ძირითადად ორგანული წარმოშობის მყარ ნივთიერებათა ხანძრები, რომელთა წვას თან ახლავს ბჟუტვა (მერქანი, ქსოვილი, ქაღალდი);
  • B კლასი – წვადი სითხეების ან დნობადი მყარი ნივთიერებების ხანძრები;
  • (C ან E) კლასი – ელექტროდანადგარების წვასთან დაკავშირებული ხანძრები;

საევაკუაციო გეგმის მომზადება:

  • საევაკუაციო გეგმის დამზადება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
  • საევაკუაციო გეგმის დამზადების განფასება, დამზადების დრო;
  • საევაკუაციო გეგმის ბეჭდვა და კედელზე განთავსება (გაფორმებული ჩარჩოთი).

აუცილებელი მოთხოვნები:
წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში
  • ლიკვიდაციის პროცესში
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • შევსებული შემოთავაზების ფორმა (დანართი 1)
  • საგარანტიო ვადა;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • ინფორმაცია ცეცხლმაქრის ზომის და ტიპის შესახებ;
  • შემოთავაზება უნდა იყოს საკონსულტაციო ხასიათის, ოფისის, საწყობების და მაღაზიების შემთხვევაში რა ტიპის ცეცხლმაქრები იქნება მიზანშეწონილი. 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2020 წლის 14 იანვრიდან 2020 წლის 28 იანვრის ჩათვლით, 18:00 საათამდე.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • მომწოდებელმა შემოთავაზება უნდა გამოაგზავნოს ელექრონულ ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან დალუქული კონვერტით შპს ორი ნაბიჯის სათაო ოფისში, მისამართზე: ნავთლუღის ქ. 39-41, თბილისი, საქართველო.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ნინო ნიქაბაძე
მობ: 591 51 26 29
ელ. ფოსტა: nino.nikabadze@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები