3 თებერვალი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6492 - ტენდერი ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას #9-ში მდებარე საოფისე ფართის სველი წერტილების სარემონტო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას #9-ში მდებარე საოფისე ფართის სველი წერტილების სარემონტო სამუშაოებზე.
შენიშვნა: ტენდერში მონაწილე პრეტედენტს აუცილებელია ჰქონდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იხილეთ დანართი #1);
- საბანკო რეკვიზიტები;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
- პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია (დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ჩამონათვალი, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
- მომსახურების შემსყიდველი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
- საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
პრეტედენტ(ებ)მა პროექტის გადაცემიდან 10 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს:
- სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა), შესრულების ვადასა და გამოყენებული მასალ(ებ)ის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები).
ს/ს სადაზღვევო კომპანია იმედი ელ” იტოვებს უფლებას სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 1 თვის განმავლობაში შემსრულებელს დაუკავოს სრული ღირებულების 5 %, როგორც გარანტია შესაძლო დეფექტებისა და ხარვეზების აღმოჩენის აღმოსაფხვრელად.
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- ხარისხი;
- ღირებულება;
- სამუშაოების შესრულების ვადა;
- ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
- ანგარიშსწორების პირობა.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია , „დანართი #1“ და „განფასება #1“ ფაილებთან ერთად უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 24 იანვრიდან - 2020 წლის 3 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tenders_imedil@imedil.ge tbochorishvili@imedil.ge obregadze@imedil.ge
დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ბოჭორიშვილი
მობ: 577552200
საკონტაქტო პირი: ოთო ბრეგაძე
მობ: 592984411
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები