ჩაბარების ვადა:

3 თებერვალი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6492 - ტენდერი ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას #9-ში მდებარე საოფისე ფართის სველი წერტილების სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L” აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას #9-ში მდებარე საოფისე ფართის სველი წერტილების სარემონტო სამუშაოებზე.

შენიშვნა: ტენდერში მონაწილე პრეტედენტს აუცილებელია ჰქონდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იხილეთ დანართი #1);
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია (დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულების ჩამონათვალი, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
  • მომსახურების შემსყიდველი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული);
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

პრეტედენტ(ებ)მა პროექტის გადაცემიდან 10 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს:

  • სატენდერო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა), შესრულების ვადასა და გამოყენებული მასალ(ებ)ის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები).

 /ს სადაზღვევო კომპანია იმედი ელიტოვებს უფლებას სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 1 თვის განმავლობაში შემსრულებელს დაუკავოს სრული ღირებულების 5 %, როგორც გარანტია შესაძლო დეფექტებისა და ხარვეზების აღმოჩენის აღმოსაფხვრელად.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა კანდიდატებმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია , „დანართი #1“ და „განფასება #1“ ფაილებთან ერთად უნდა წარმოადგინონ 2020 წლის  24 იანვრიდან - 2020 წლის 3 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tenders_imedil@imedil.ge tbochorishvili@imedil.ge obregadze@imedil.ge

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ბოჭორიშვილი
მობ: 577552200  

საკონტაქტო პირი: ოთო ბრეგაძე
მობ: 592984411

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები