ჩაბარების ვადა:
7 თებერვალი 2020, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT6504 - ტენდერი ფინანსური აუდიტის ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ააიპ "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია აცხადებს ტენდერს ფინანსური აუდიტის ჩატარებაზე.
შესყიდვის ობიექტი - შემდეგი აუდიტორული მომსახურება:
ორგანიზაციის 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი:
- მთლიანი ბრუნვა: 380,000 ლარამდე.
- თანამშრომლების რაოდენობა: 7 მუდმივი პერსონალი, 3- სახელშეკრულებო;
- ტრანზაქციების რაოდენობა დაახლოებით: 340
- დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს: 2020 წლის 20 თებერვლამდე (აუდიტის დაწყების სავარაუდო თარიღი 06.02.2020წ).
პრეტენდენტის მიერ ტენდერში მონაწილეობისას წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:
- სსიპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
- ინფორმაცია პრეტენდენტის ბაზარზე მუშაობის გამოცდილების შესახებ 2016-2019 წლებში, რომლის დასტურადაც წარმოდგენილი უნდა იქნას თითოეულ წელს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტის ან მისი ექვივალენტი დოკუმენტის სახით;
- ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში (2016-2019წწ) გაწეული აუდიტორიული მომსახურების შესახებ, ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარზე ნაკლები (წარმოდგენილ იქნას დღგ-ს დეკლარაციები)
- ფასების ცხრილი.
მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:
- ინფორმაცია აუდიტორის/ების შესახებ CV-ს სახით, რომელიც უშუალოდ ჩაატარებს აუდიტს;
- სსიპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ აუდიტორისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.
- კომპანიის რეკვიზიტები;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება 2020 წლის 7 თებერვლის 14:00სთ-მდე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tenders@nala.ge
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირებს:
ნათია ღვინაშვილი
ტელ: 599 021110
ირაკლი ანდღულაძე
ტელ: 577 45 95 96
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები