ჩაბარების ვადა:

7 თებერვალი 2020, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T6504 - ტენდერი ფინანსური აუდიტის ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპ "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია აცხადებს ტენდერს ფინანსური აუდიტის ჩატარებაზე.

შესყიდვის ობიექტი - შემდეგი აუდიტორული მომსახურება:  

ორგანიზაციის 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი:

  • მთლიანი ბრუნვა: 380,000 ლარამდე.
  • თანამშრომლების რაოდენობა: 7 მუდმივი პერსონალი, 3- სახელშეკრულებო;
  • ტრანზაქციების რაოდენობა დაახლოებით: 340
  • დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს: 2020 წლის 20 თებერვლამდე (აუდიტის დაწყების სავარაუდო თარიღი 06.02.2020წ).

პრეტენდენტის მიერ ტენდერში მონაწილეობისას წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ინფორმაცია:

  • სსიპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის ბაზარზე მუშაობის გამოცდილების შესახებ 2016-2019 წლებში, რომლის დასტურადაც წარმოდგენილი უნდა იქნას თითოეულ წელს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტის ან მისი ექვივალენტი დოკუმენტის სახით;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში (2016-2019წწ) გაწეული აუდიტორიული მომსახურების შესახებ, ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 500,000 (ხუთასი ათასი) ლარზე ნაკლები (წარმოდგენილ იქნას დღგ-ს დეკლარაციები)
  • ფასების ცხრილი.

მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:

  • ინფორმაცია აუდიტორის/ების შესახებ CV-ს სახით, რომელიც უშუალოდ ჩაატარებს აუდიტს;
  • სსიპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ აუდიტორისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი.
  • კომპანიის რეკვიზიტები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება 2020 წლის 7 თებერვლის 14:00სთ-მდე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tenders@nala.ge 

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირებს:
ნათია ღვინაშვილი
ტელ: 599 021110

ირაკლი ანდღულაძე
ტელ: 577 45 95 96

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები