ჩაბარების ვადა:

10 მარტი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6660 - ტენდერი 3 ერთეული ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე (ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. N 90)

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს 3 ერთეული ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს.    (ლიფტების სამონტაჟო მისამართია ქ .თბილისი, ც.დადიანის ქ. N 90)

თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:

  • ლიფტების საინფორმაციო ფაილი
  • ჭრილი
  • 41-ე დადგენილება

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა.

წინადადების წარდგენის წესი:

  • არსებული პროექტის გათვალისწინებით გთხოვთ წარადგინოთ პროდუქტთა შესაძლო ვარიაციები.
  • პროდუქციის დეტალური აღწერა: ზომები, მახასიათებლები, ფასი, ხარისხი, გარანტია...
  • გამოყენებული მასალის,მოწოდებული საქონლის დეტალური აღწერილობა (მათ შორის წარმომავლობა და შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები)
  • სახანძრო ლიფტები უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის 41-ე დადგენილების ყველა პუნქტს და მომწოდებელმა უნდა აიღოს პასუხსიმგებლობა ამ დადგენილებით ლიფტის ჩაბარების საკითხზე.
  • მომწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს ლიფტების გამართულობაზე და ექსპლუატაციაში მიღებაზე.
  • აუცილებელია თითოეული ვარიაციის ფოტო-მასალის წარდგენა.
  • პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
  • ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
  • შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 10 მარტი 18:00 საათი.
  • დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება მითითებულ ელ ფოსტაზე: contact@apexd.ge

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ნიკოლოზ ფორჩხიძე
მობ: +995 557117111
ელ.ფოსტა: contact@apexd.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები