ჩაბარების ვადა:
10 მარტი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6660 - ტენდერი 3 ერთეული ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე (ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. N 90)
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს 3 ერთეული ლიფტის შესყიდვა/მონტაჟზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს. (ლიფტების სამონტაჟო მისამართია ქ .თბილისი, ც.დადიანის ქ. N 90)
თანდართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ პროდუქციის შეთავაზებისთვის საჭირო ინფორმაცია:
- ლიფტების საინფორმაციო ფაილი
- ჭრილი
- 41-ე დადგენილება
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:
- არსებულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება და შესრულებული პროექტები ბოლო 3 წლის განმავლობაში.
- პრეტენდენტი კომპანიის: იურიდიული, საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
- საგარანტიო პირობების დეტალური აღწერა.
წინადადების წარდგენის წესი:
- არსებული პროექტის გათვალისწინებით გთხოვთ წარადგინოთ პროდუქტთა შესაძლო ვარიაციები.
- პროდუქციის დეტალური აღწერა: ზომები, მახასიათებლები, ფასი, ხარისხი, გარანტია...
- გამოყენებული მასალის,მოწოდებული საქონლის დეტალური აღწერილობა (მათ შორის წარმომავლობა და შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატები)
- სახანძრო ლიფტები უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის 41-ე დადგენილების ყველა პუნქტს და მომწოდებელმა უნდა აიღოს პასუხსიმგებლობა ამ დადგენილებით ლიფტის ჩაბარების საკითხზე.
- მომწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს ლიფტების გამართულობაზე და ექსპლუატაციაში მიღებაზე.
- აუცილებელია თითოეული ვარიაციის ფოტო-მასალის წარდგენა.
- პროდუქციის მიწოდების, მონტაჟისა და ანგარიშსწორების დროის გეგმა-გრაფიკი.
- ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით.
- შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია პრეტენდენტისთვის მოსახერხებელ ფორმატში და ვალუტაში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 10 მარტი 18:00 საათი.
- დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება მითითებულ ელ ფოსტაზე: contact@apexd.ge
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ნიკოლოზ ფორჩხიძე
მობ: +995 557117111
ელ.ფოსტა: contact@apexd.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები