5 ივნისი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT6926 - ტენდერი 2 ცალი გენერატორის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს მაუნთინ რეზორტს სოლუშანს აცხადებს ტენდერს 2 ცალი გენერატორის შესყიდვაზე.
საქონლის ტექნიკური პარამეტრები, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა იხილეთ დანართები "ტექნიკური დავალება გენერატორი ოფისი" და "ტექნიკური დავალება გენერატორი საწყობი "
საქონლის მიწოდების ვადა:
- ხელშეკრულების გაფორმების დღიდან მაქსიმუმ 60 კალენდარული დღე.
საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:
- მიწოდების ფორმა: ერთიანად;
საქონლის მიწოდების ადგილი:
- ორივე გენერატორის მიწოდება უნდა მოხდეს დაბა გუდაურში, ტექპირობაში მითითებულ მისამართზე.
მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:
- საგარანტიო პერიოდი უნდა იყოს მინიმუმ 1 წელი ან 1000 სამუშაო საათი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
- სწორი ექსპლუატაციის პირობებში, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთრი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი უწესივრობა/წუნი/დეფექტი შემსყიდველისგან შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ან შეცვალოს გენერატორი ან სხვა კომპონენტები/მოწყობილობები ახლით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, რომელიც არ აღემატება 30 დღეს.
მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა დანართში "ფასების ცხრილი“-ს შესაბამის გრაფებში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის მოდელი/სავაჭრო ნიშანი/მარკა (არსებობის შემთხვევაში), მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2019-2020 წლების განმავლობაში, გენერატორის მიწოდების სულ მცირე 1 (ერთი) გამოცდილება.
- მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მიღება -ჩაბარების აქტი და შემსყიდველის მიერ გაცემული რეკომენდაცია.
მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:
- გენერატორების მონტაჟი და მომსახურება უნდა განახორციელოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი კომპანიის მიერ შესაბამისმა კვალიფიცირებულმა/სერტიფიცირებულმა პირმა.
- მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული პირის სახელზე გაცემული შესაბამისი კვალიფიკაციის/ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ:
- შემოთავაზებული გენერატორის მწარმოებელს უნდა გააჩნდეს პროდუქტის ევროდირექტივებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (CE).
ანგარიშსწორების პირობები:
- მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება მოხდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორებით.
- ღირებულების ანაზღაურება მოხდება დოკუმენტაციის წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ სატენდერო წინადადებები შემდეგ ელ-ფოსტაზე: v.janjgava@mrs.com.ge არაუგვიანეს 2020 წლის 5 ივნისი 18:00 სთ.
საკონტაქტო პირის ვინაობა და მონაცემები:
ვასილ ჯანჯღავა
ტელ: 595 129912
E-mail: v.janjgava@mrs.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები