ჩაბარების ვადა:

5 ივნისი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T6926 - ტენდერი 2 ცალი გენერატორის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს მაუნთინ რეზორტს სოლუშანს აცხადებს ტენდერს 2 ცალი გენერატორის შესყიდვაზე.

საქონლის ტექნიკური პარამეტრები, შესყიდვის ობიექტის რაოდენობა იხილეთ დანართები "ტექნიკური დავალება გენერატორი ოფისი" და "ტექნიკური დავალება გენერატორი საწყობი "

საქონლის მიწოდების ვადა: 

  • ხელშეკრულების გაფორმების დღიდან მაქსიმუმ 60 კალენდარული დღე.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • მიწოდების ფორმა: ერთიანად;

საქონლის მიწოდების ადგილი: 

  • ორივე გენერატორის მიწოდება უნდა მოხდეს დაბა გუდაურში, ტექპირობაში მითითებულ მისამართზე.

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • საგარანტიო პერიოდი უნდა იყოს მინიმუმ 1 წელი ან 1000 სამუშაო საათი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
  • სწორი ექსპლუატაციის პირობებში, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთრი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი უწესივრობა/წუნი/დეფექტი შემსყიდველისგან შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ან შეცვალოს გენერატორი ან სხვა კომპონენტები/მოწყობილობები ახლით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, რომელიც არ აღემატება 30 დღეს.

მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით

პრეტენდენტმა დანართში "ფასების ცხრილი“-ს შესაბამის გრაფებში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის მოდელი/სავაჭრო ნიშანი/მარკა (არსებობის შემთხვევაში), მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2019-2020 წლების განმავლობაში, გენერატორის მიწოდების სულ მცირე 1 (ერთი) გამოცდილება.
  • მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მიღება -ჩაბარების აქტი და შემსყიდველის მიერ გაცემული რეკომენდაცია.

მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:

  • გენერატორების მონტაჟი და მომსახურება უნდა განახორციელოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი კომპანიის მიერ შესაბამისმა კვალიფიცირებულმა/სერტიფიცირებულმა პირმა.
  • მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული პირის სახელზე გაცემული შესაბამისი კვალიფიკაციის/ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ:

  • შემოთავაზებული გენერატორის მწარმოებელს უნდა გააჩნდეს პროდუქტის ევროდირექტივებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (CE).

ანგარიშსწორების პირობები:

  • მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება მოხდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორებით.
  • ღირებულების ანაზღაურება მოხდება დოკუმენტაციის წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ სატენდერო წინადადებები შემდეგ ელ-ფოსტაზე: v.janjgava@mrs.com.ge არაუგვიანეს 2020 წლის 5 ივნისი 18:00 სთ.

საკონტაქტო პირის ვინაობა და მონაცემები:
ვასილ ჯანჯღავა 
ტელ: 595 129912
E-mail: v.janjgava@mrs.com.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები