ჩაბარების ვადა:

17 ივნისი 2020, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T6967 - ტენდერი გარე ელექტრომომარაგებისათვის ქს“ქუთაისი 5“- ის 35კვ ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის რეკონსტრუქციაზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ატუ“ აცხადებს ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტია: ქ. ქუთაისი ახლგაზრდობის მე-5 შესახვევში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 

  • გარე ელექტრომომარაგებისათვის ქს“ქუთაისი 5“- ის 35კვ ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის რეკონსტრუქცია - სრულად (პროექტი თან ერთვის).
  • პრეტენდეტმა შესასრულებელი სამუშაოები უნდა შეისწავლოს ადგილზე მისვლით.
  • უპირატესობა მიენიჭება დანადგარებს მითითებული პროექტში ან ევროპული სტანდარტების დანადგარებს.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან - ელექტრონული წესი.
  • ინფორმაცია ძირითადი თანამდეობებზე მომუშავეთ კვალიფიკაციის შესახებ (CV)
  • ინფორმაცია 3-5 წლის მანძილძე გაწეული ანალოგიური მომსახურეობის (სამუშაოების) შესახებ 

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადებების შედგენის წესის შესახებ:

  • შესყიდვის ფასი უნდა წარმოდგენილი იქნას ლარებში;
  • სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე ;
  • უნდა წარმოდგენილი იყოს სამუშაოების გრაფიკი და საგარანტიო ვადა;
  • სატენდერო წინადადების შეფასებისას მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგია და მიდგომების ეფექტურობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2020 წლის 17 ივნისს 16 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.N 39ა 10 სართული, ოთახი N14 ან N1. საკონტაქტო პირი გიორგი გუგუნაშვილი ტელ 599 53 77 23

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ტექნიკურ საკითხებში შეუძლიათ დაუკავშირდნენ გაგა ბუხრაშვილს ტელ 591 01 16 01

ტენდერის კატეგორია:

  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება