ჩაბარების ვადა:

26 ივნისი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T6996 - აწარმოე საქართველოს გავლენის შეფასების ჩარჩო-პირობების შემუშავება და პილოტური განხორციელება

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კერძო პირისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 26.06.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2- ში - შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. 

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი უნდა შეიცავდეს საშემოსავლო გადასახადს და უნდა ითვალისწინებდეს სავალდებულო საპენსიო შენატანს (სისტემაში მონაწილეობის შემთხვევაში). 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • სახელი, გვარი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება: “Tender on Impact Assessment Framework Development of Enterprise Georgia“
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე. 

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ხელმოწერა. 

კონვერტზე ასევე მიუთითეთ შემდეგი მისამართი: 

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში 
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი

მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 16.2179.6-007.00
და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83357128 

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება). 

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. 

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 03.07.2020 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ პირთან. 

ტენდერის კატეგორია:

  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები