ჩაბარების ვადა:
2 ივლისი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7024 - ტენდერი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამშენებლო/შიდა სარემონტო სამუშაოებზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ პოლიტკოვსკაიას მოცულობათა უწყისი. ტენდერის ჩაბარების ვადა გადაიწია 2 ივლისამდე, 18:00 საათი.
ტენდერის აღწერილობა:
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებ სტენდერს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამშენებლო / შიდა სარემონტო სამუშაოებზე.
- გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 19 ივნისი
- ქვეყანა: საქართველო
- შესრულების ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. №40
- კონტრაქტის დასახელება: სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამშენებლო/შიდა სარემონტო სამუშაოები
- დამკვეთი: შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
- შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 01.14.05.008.196) სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად;
- სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება დასრულებული რკინა-ბეტონის სამუშაოებით. შესასრულებლი სამუშაოები მოიცავს პერიმეტრის და შიდა კედლების შევსებას, შიდა სარემონტო სამუშაოებს დასრულებული სახით. განაშენიანების საპროექტო ფართობი: 825.35 კვ.მ; საპროექტო საერთო ფართობი: 4838 კვ.მ;
- სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „სატენდერო დანართ N1“-ის ფორმაში, სადაც მოცემულია შესასრულებელ სამუშაოთა საჭირო მოცულობები. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
- სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმალების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
- სამშენებლო სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდია 2020 წლის 10 ივლისიდან 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით;
- სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
- წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.
პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:
- უნდა გააჩნდეთ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება უკანასკნელ წლებში (2020-2017);
- უნდა გააჩნდეთ შესრულებული მინიმუმ 1 500 000 მილიონი ლარის ღირებულების სულ მცირე 2 კონტრაქტი (2017-2020);
პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელ-ნომერი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის გაფორმებული სამშენებლო/სარემონტო ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
- განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
- შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი #1 სახით).
- არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
- ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაადგენს უმცირეს ფასს;
- პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 2020 წლის 8 ივლისამდე.
- დანართი: მოცულობათა უწყისი
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2020 წლის 2 ივლისი 18:00 საათამდე;
- მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@sabauni.edu.ge
- დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
გიორგი ცხომელიძეს
მობ: 599562910
ელ. ფოსტა: giolela4@gmail.com
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით:
ვლადიმერ სახელაშვილს
მობ: 577347717
ელ. ფოსტა: v.sakhelashvili@sabauni.edu.ge
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები