Tenders.ge
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

T7024 - ტენდერი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამშენებლო/შიდა სარემონტო სამუშაოებზე


განცხადება
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ პოლიტკოვსკაიას მოცულობათა უწყისი. ტენდერის ჩაბარების ვადა გადაიწია 2 ივლისამდე, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებ სტენდერს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამშენებლო / შიდა სარემონტო სამუშაოებზე.

  • გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 19 ივნისი
  • ქვეყანა: საქართველო
  • შესრულების ადგილი: თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. №40
  • კონტრაქტის დასახელება: სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამშენებლო/შიდა სარემონტო სამუშაოები
  • დამკვეთი: შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
  • შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 01.14.05.008.196) სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად;
  • სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება დასრულებული რკინა-ბეტონის სამუშაოებით. შესასრულებლი სამუშაოები მოიცავს პერიმეტრის და შიდა კედლების შევსებას, შიდა სარემონტო სამუშაოებს დასრულებული სახით. განაშენიანების საპროექტო ფართობი: 825.35 კვ.მ; საპროექტო საერთო ფართობი: 4838 კვ.მ;
  • სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „სატენდერო დანართ N1“-ის ფორმაში, სადაც მოცემულია შესასრულებელ სამუშაოთა საჭირო მოცულობები. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
  • სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმალების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
  • სამშენებლო სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდია 2020 წლის 10 ივლისიდან 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით;
  • სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
  • წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.

პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

  • უნდა გააჩნდეთ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება უკანასკნელ წლებში (2020-2017);
  • უნდა გააჩნდეთ შესრულებული მინიმუმ 1 500 000 მილიონი ლარის ღირებულების სულ მცირე 2 კონტრაქტი (2017-2020);

პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელ-ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის გაფორმებული სამშენებლო/სარემონტო ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
  • შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი #1 სახით).
  • არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
  • ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაადგენს უმცირეს ფასს;
  • პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 2020 წლის 8 ივლისამდე.
  • დანართი: მოცულობათა უწყისი

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2020 წლის 2 ივლისი 18:00 საათამდე;
  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@sabauni.edu.ge
  • დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
გიორგი ცხომელიძეს
მობ: 599562910
ელ. ფოსტა: giolela4@gmail.com

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით:
ვლადიმერ სახელაშვილს
მობ: 577347717
ელ. ფოსტა: v.sakhelashvili@sabauni.edu.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები