ჩაბარების ვადა:
30 ივლისი 2020, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT7241 - ტენდერი იგოეთ ჰესის ტერიტორიაზე არტეზიული ჭის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს იგოეთ ჰესის ტერიტორიაზე არტეზიული ჭის მოწყობაზე.
მომსახურების აღწერა:
- იგოეთ ჰესის ტერიტორიაზე არტეზიული ჭის მოწყობის სამუშაოების წარმოება შემსრულებლის მასალით;
მისამართი:
- კასპის რაიონი სოფელი იგოეთი.
თანდართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- ტერიტორიის სკანირების შედეგი;
- ტერიტორიის სკანირების რუკა.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (თუ შესაძლებელია ვიზუალური მასალაც წარმოადგინეთ);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივლისს 12:00 საათამდე.
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 თეიმურაზ ჩიჩუას სახელზე. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება: #21/07/2020-GIEC-CONSTRUCTION
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
მობ: 591 93 10 10
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები