ჩაბარების ვადა:
21 აგვისტო 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT7391 - ტენდერი თბოსაიზოლაციო ქაფ-პოლისტიროლის (პენოპლასტის) ფილების (EPS Polyfoam Thermal Sheet) შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი აცხადებს ტენდერს თბოსაიზოლაციო ქაფ-პოლისტიროლის (პენოპლასტის) ფილების (EPS Polyfoam Thermal Sheet) შესყიდვის მიზნით.
ქაფ- პოლისტიროლის (პენოპლასტის) ფილების სპეციფიკაცია:
- ზომა 4 სმ x 100 სმ x 200 სმ, სიმკვრივე - სულ მცირე 8კგ/კუბ.მ.; თვითქრობადი;
- მოწოდების ადგილი: ქ. ბორჯომი, თორის 39;
- ხელშეკრულების ხანგრძლივობა: ერთი წელი;
- ინტენსიური მოწოდების პერიოდი: სექტემბერი - აპრილი;
- შესასყიდი საქონლის დაახლოებითი მთლიანი წლიური რაოდენობა/მოცულობა: 7000 კუბ.მ.;
- ერთი შეკვეთის/მოწოდების მინიმალური რაოდენობა/მოცულობა: 80-90 კუბ.მ.(ერთი მანქანა);
- გადახდის პირობა: მოწოდებიდან 5 სამუშაო დღე;
- საქონლის მოწოდების ვადა: შეკვეთიდან 3 სამუშაო დღე.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია:
- ფასი (უნდა მიეთითოს ლარში და აღინიშნოს დღგ შედის თუ არა);
- საქონლის მონაცემების შესაბამისობა სპეციფიკაციასთან;
- შეკვეთის მიღებიდან საქონლის მოწოდების ვადა;
- ანგარიშსწორების პირობები.
გასათვალისწინებელია, რომ შესასყიდი საქონლის ძირითადი მოცულობის (5000 კუბ.მ.) მიწოდების ადგილია ქ. ბორჯომი, ხოლო დანარჩენის - გომი (1000 კუბ.მ.) და ქ. თბილისი (1000 კუბ.მ.).
აღნიშნულის გათვალისწინებით წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ფასები დანიშნულების ადგილების მიხედვით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები 2020 წლის 21 აგვისტოს 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: GE_IDSBorjomiTenders@ids-borjomi.com
კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
კოკა მგელაძეს
ელ. ფოსტა: kmgeladze@borjomi.com
ტენდერის კატეგორია:
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები