ჩაბარების ვადა:

21 აგვისტო 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7391 - ტენდერი თბოსაიზოლაციო ქაფ-პოლისტიროლის (პენოპლასტის) ფილების (EPS Polyfoam Thermal Sheet) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი აცხადებს ტენდერს თბოსაიზოლაციო ქაფ-პოლისტიროლის (პენოპლასტის) ფილების (EPS Polyfoam Thermal Sheet) შესყიდვის მიზნით.

ქაფ- პოლისტიროლის (პენოპლასტის) ფილების სპეციფიკაცია:

  • ზომა  4 სმ x 100 სმ x 200 სმ, სიმკვრივე - სულ მცირე 8კგ/კუბ.მ.; თვითქრობადი;
  • მოწოდების ადგილი: ქ. ბორჯომი, თორის 39;
  • ხელშეკრულების ხანგრძლივობა: ერთი წელი;
  • ინტენსიური მოწოდების პერიოდი: სექტემბერი - აპრილი;
  • შესასყიდი საქონლის დაახლოებითი მთლიანი წლიური რაოდენობა/მოცულობა: 7000 კუბ.მ.;
  • ერთი შეკვეთის/მოწოდების მინიმალური  რაოდენობა/მოცულობა: 80-90 კუბ.მ.(ერთი მანქანა);
  • გადახდის პირობა: მოწოდებიდან 5 სამუშაო დღე;
  • საქონლის მოწოდების ვადა: შეკვეთიდან 3 სამუშაო დღე.

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებია:

  • ფასი (უნდა მიეთითოს ლარში და აღინიშნოს დღგ შედის თუ არა);
  • საქონლის მონაცემების შესაბამისობა სპეციფიკაციასთან;
  • შეკვეთის მიღებიდან საქონლის მოწოდების ვადა;
  • ანგარიშსწორების  პირობები.

გასათვალისწინებელია, რომ შესასყიდი საქონლის ძირითადი მოცულობის (5000 კუბ.მ.) მიწოდების ადგილია ქ. ბორჯომი, ხოლო დანარჩენის - გომი (1000 კუბ.მ.)  და ქ. თბილისი (1000 კუბ.მ.).

აღნიშნულის გათვალისწინებით წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ფასები დანიშნულების ადგილების მიხედვით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები 2020 წლის 21 აგვისტოს 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: GE_IDSBorjomiTenders@ids-borjomi.com

კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
კოკა მგელაძეს
ელ. ფოსტა: kmgeladze@borjomi.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები