4 სექტემბერი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT7453 - ტენდერი 3 სატვირთო ლიფტის დაზიანებული ელექტროობის შეცვლის მომსახურებაზე შემსრულებლის მასალით
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,საქინვესტი’’ აცხადებს ტენდერს შემდეგ მომსახურებაზე:
ქ. თბილისი, აგლაძის № 32 შ.პ.ს. ‘’საქინვესტი“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული 3 სატვირთო ლიფტის დაზიანებული ელექტროობის შეცვლა შემსრულებლის მასალით:
- ლიფტის მართვის პანელის შეცვლა - 3 ცალი
- 5 გაჩერებიანი ლიფტის კაბინის ღილაკის მონტაჟი - 3 ცალი
- შლეიფის კაბელის მონტაჟი - 105 მეტრი
შპს ,,საქინვესტი’’ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი);
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური.
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
ელ.ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge
საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით:
გიორგი გილაური
საკონტაქტო ნომერი: 599 51 61 60
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 4 სექტემბერი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
- 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება