ჩაბარების ვადა:

4 სექტემბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7453 - ტენდერი 3 სატვირთო ლიფტის დაზიანებული ელექტროობის შეცვლის მომსახურებაზე შემსრულებლის მასალით

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,საქინვესტი’’ აცხადებს ტენდერს შემდეგ მომსახურებაზე:

ქ. თბილისი, აგლაძის № 32 შ.პ.ს. ‘’საქინვესტი“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული 3 სატვირთო ლიფტის  დაზიანებული ელექტროობის შეცვლა შემსრულებლის მასალით:

  • ლიფტის მართვის პანელის შეცვლა - 3 ცალი
  • 5 გაჩერებიანი ლიფტის კაბინის ღილაკის მონტაჟი - 3 ცალი
  • შლეიფის კაბელის მონტაჟი - 105 მეტრი

შპს ,,საქინვესტი’’  იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

აუცილებელი პირობა: დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ზემოთხსენებულ მისამართზე სარემონტო ობიექტის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი);
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
  • პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას  პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ლევან წიკლაური.
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59
ელ.ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge

საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით:
გიორგი გილაური
საკონტაქტო ნომერი: 599 51 61 60

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა:   2020 წლის 4 სექტემბერი, 17:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები
  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება