25 სექტემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7574 - ტენდერი სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ აცხადებს ტენდერს შემდეგი სამედიცინო აპარატურის შეძენაზე:
- სისხლის ხელოვნური მიმოქცევის მოწყობილობა - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
- წყლის ცირკულაციის (ცივი და ცხელი) აპარატი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
- „სელსეივერი“ (cell savers) – 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
- პირდაპირი დეფიბრილაციის თათი (თავსებადი Mindray BeneHeart D3) - 2 წყვილი (გარანტია 1 წელი)
- საინფუზიო სითხეების გამათბობელი -1 ცალი (გარანტია 1 წელი)
- სტერნოტომი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
- ოფალმოსკოპი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
- ოტოსკოპი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
- პეისინგის აპარატი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
- სასუნთქი გზების მართვის ნაკრები კრიკოთირეოტომიის ჩატარებისთვის.
- პორტატული ხელოვნური სუნთქვის აპარატი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
- პაციენტის გამათბობელი მექანუკური (მ.შ საბანი ან ლეიბი) ან ელექტრონული გამათბობელი საშუალება. (გარანტია 1 წელი)
მომსახურების სახე: სამედიცინო აპარატურის მოწოდება არაუმეტეს ორი თვის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან. მოწოდების ადგილი ქ. ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40.
მოწოდებული საქონლის საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 (ერთი) წლისა.
ანგარიშსწორება მომწოდებელთან განხორციელდეს შემდეგი წესით: მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების 50 პროცენტი ანაზღაურდება ავანსად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო დარჩენილი 50 პროცენტის ანაზღაურება განხორციელდება საქონლის მყიდველისათვის ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასები (დღგ–ს ჩათვლით) ზემოაღნიშნულ აპარატურაზე ცალ-ცალკე;
- ანგარიშსწორების პირობები ;
- მოწოდების ვადები (მოთხოვნიდან რა ვადაში იქნება მოწოდებული) და პირობები (მოწოდება ქ. ქუთაისში, ფოთის ქუჩა №40);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: sababasiladze18@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 25 სექტემბრისა 18:00 სთ.
ტენდერის შინაარსთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
შპს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“-ს შესყიდვების მენეჯერს ბატონ საბა ბასილაძეს.
მის.: ქ.ქუთაისი, ფოთის ქუჩა N40
ტელ.: 598960669
ელ.ფოსტა: sababasiladze18@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები