ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7574 - ტენდერი სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს  „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ აცხადებს ტენდერს შემდეგი სამედიცინო აპარატურის შეძენაზე:

  • სისხლის ხელოვნური მიმოქცევის მოწყობილობა - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
  • წყლის ცირკულაციის (ცივი და ცხელი) აპარატი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
  • „სელსეივერი“ (cell savers) – 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
  • პირდაპირი დეფიბრილაციის თათი (თავსებადი Mindray BeneHeart D3) - 2 წყვილი (გარანტია 1 წელი)
  • საინფუზიო სითხეების გამათბობელი -1 ცალი (გარანტია 1 წელი)
  • სტერნოტომი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
  • ოფალმოსკოპი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
  • ოტოსკოპი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
  • პეისინგის აპარატი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
  • სასუნთქი გზების მართვის ნაკრები კრიკოთირეოტომიის ჩატარებისთვის.
  • პორტატული ხელოვნური სუნთქვის აპარატი - 1 ცალი (გარანტია 1 წელი)
  • პაციენტის გამათბობელი მექანუკური (მ.შ საბანი ან ლეიბი) ან ელექტრონული გამათბობელი საშუალება. (გარანტია 1 წელი)

მომსახურების სახე: სამედიცინო აპარატურის მოწოდება არაუმეტეს ორი თვის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან. მოწოდების ადგილი ქ. ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40.
მოწოდებული საქონლის საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 (ერთი) წლისა.

ანგარიშსწორება მომწოდებელთან განხორციელდეს შემდეგი წესით: მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების 50 პროცენტი ანაზღაურდება ავანსად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო დარჩენილი 50 პროცენტის ანაზღაურება განხორციელდება საქონლის მყიდველისათვის ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • ფასები (დღგ ჩათვლითზემოაღნიშნულ აპარატურაზე ცალ-ცალკე;
  • ანგარიშსწორების პირობები ;
  • მოწოდების ვადები (მოთხოვნიდან რა ვადაში იქნება მოწოდებული) და პირობები (მოწოდება ქ. ქუთაისში, ფოთის ქუჩა №40);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: sababasiladze18@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 25 სექტემბრისა 18:00 სთ.

ტენდერის შინაარსთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
შპს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“-ს შესყიდვების მენეჯერს ბატონ საბა ბასილაძეს.
მის.: ქ.ქუთაისი, ფოთის ქუჩა N40
ტელ.: 598960669
ელ.ფოსტა: sababasiladze18@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები