ჩაბარების ვადა:
25 სექტემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7610 - ტენდერი დაბა სტეფანწმინდაში, სასაზღვრო გამტარი პუნქტის „დარიალის“ მიმდებარედ, არსებული კომერციული ობიექტის (720 კვ.მ.) სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტ“ აცხადებს ტენდერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტ, დაბა სტეფანწმინდაში, სასაზღვრო გამტარი პუნქტის „დარიალის“ მიმდებარედ, არსებული კომერციული ობიექტის (720 კვ.მ.) სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით. სამუშაოების ჩატარების ადგილი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდა, სასაზღვრო გამტარი პუნქტის „დარიალის“ მიმდებარედ.
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
- შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა-გრაფიკი);
- შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- მონაცემები კომპანიის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ;
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო დაინტერესება, (რეკვიზიტები პირადი მონაცემების შესახებ, საკონტაქტო მონაცემები და შესრულებული ობიექტების ჩამონათვალი) შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - hrtransitindustry@gmail.com
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის წარმომადგენელს ელ. ფოსტაზე - hrtransitindustry@gmail.com
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 25.09.2020
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება