ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7610 - ტენდერი დაბა სტეფანწმინდაში, სასაზღვრო გამტარი პუნქტის „დარიალის“ მიმდებარედ, არსებული კომერციული ობიექტის (720 კვ.მ.) სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტ“ აცხადებს ტენდერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტ, დაბა სტეფანწმინდაში, სასაზღვრო გამტარი პუნქტის „დარიალის“ მიმდებარედ, არსებული კომერციული ობიექტის (720 კვ.მ.) სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით.   სამუშაოების ჩატარების ადგილი - ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდა, სასაზღვრო გამტარი პუნქტის „დარიალის“ მიმდებარედ.

კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

  • შესასრულებელი სამუშაოს ვადები (დეტალური გეგმა-გრაფიკი);
  • შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (დეტალური ხარჯთაღრიცხვა);
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • მონაცემები კომპანიის მიერ განხორციელებული ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ;
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო დაინტერესება, (რეკვიზიტები პირადი მონაცემების შესახებ, საკონტაქტო მონაცემები და შესრულებული ობიექტების ჩამონათვალი) შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - hrtransitindustry@gmail.com
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის წარმომადგენელს ელ. ფოსტაზე - hrtransitindustry@gmail.com
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 25.09.2020

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება