28 სექტემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7611 - ტენდერი სტაციონარული რენტგენის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ არის კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ პირებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო და ამჟამად 3 ფილიალი აქვს გახსნილი. მედისონ ჰოლდინგს სათავეში უდგას გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საერთაშორისო გამოცდილების და პროფესიონალი ექიმებისაგან შემდგარი გუნდი.
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ტენდერს სტაციონარული რენტგენის შესყიდვაზე.
აპარატის ზოგადი მონაზემები:
- სტაციონარული რენტგენი (ახალი);
- აპარატის სიმძლავრე 50კვ-დან 65 კვ-მდე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება აპარატის მონაცემებით და თანდართული ფასით (ღირებულება უნდა მოიცავდეს ჩამოტანის და მონტაჟის ფასს).
- სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს სრულ საგარანტიო უფასო სერვისს.
- საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ კომპანიას უნდა შეეძლოს სრული სერვისით უზრუნველყოფა შემოთავაზებულ აპარატზე.
- უპირატესობა მიენიჭება იმ აპარატს, რომლის ანალოგიც განთავსებული იქნება ქ.თბილსიში არსებულ მინიმუმ 1 კლინიკაში. (აღნიშნული ინფორმაციაც წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო ტოკუმენტაციასთან ერთად).
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
ტენდერის ჩაბარების პირობა:
- სატენდერო დოკუმენტაცია მოწოდებული უნდა დალუქული კონვერტის სახით მისამართზე: ქ.თბილისი, კალოუბნის ქ.12.
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი, ტენდერის დასახელება და საკონტაქტო პირის მონაცემები.
სატენდერო დოკუმენტაციის მოწოდების ბოლო ვადაა: 28.09.2020 წ. (18:00- მდე)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ:
თემურ ქოპილაშვილი
შესყიდვების და ლოჯისტიკის განყოფილება
შპს „მედისონ ჰოლდინგი“
სათაო ოფისი, ქ.თბილისი, კალოუბნის ქ.12
ტელ.: (+995) 577 39 89 45
E-mail: t.kopilashvili@medison.ge ან t.kopilashvili@medison.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები