ჩაბარების ვადა:

28 სექტემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7611 - ტენდერი სტაციონარული რენტგენის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ არის კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ პირებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო და ამჟამად 3 ფილიალი აქვს გახსნილი. მედისონ ჰოლდინგს სათავეში უდგას გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საერთაშორისო გამოცდილების და პროფესიონალი ექიმებისაგან შემდგარი გუნდი.

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ტენდერს სტაციონარული რენტგენის შესყიდვაზე.

აპარატის ზოგადი მონაზემები:

  • სტაციონარული რენტგენი (ახალი);
  • აპარატის სიმძლავრე 50კვ-დან 65 კვ-მდე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება აპარატის მონაცემებით და თანდართული ფასით (ღირებულება უნდა მოიცავდეს ჩამოტანის და მონტაჟის ფასს).
  • სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს სრულ საგარანტიო უფასო სერვისს.
  • საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ კომპანიას უნდა შეეძლოს სრული სერვისით უზრუნველყოფა შემოთავაზებულ აპარატზე.
  • უპირატესობა მიენიჭება იმ აპარატს, რომლის ანალოგიც განთავსებული იქნება ქ.თბილსიში არსებულ მინიმუმ 1 კლინიკაში. (აღნიშნული ინფორმაციაც წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო ტოკუმენტაციასთან ერთად).
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

ტენდერის ჩაბარების პირობა:

  • სატენდერო დოკუმენტაცია მოწოდებული უნდა დალუქული კონვერტის სახით მისამართზე: ქ.თბილისი, კალოუბნის ქ.12.
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი, ტენდერის დასახელება და საკონტაქტო პირის მონაცემები.

სატენდერო დოკუმენტაციის მოწოდების ბოლო ვადაა: 28.09.2020 წ. (18:00- მდე)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ:

თემურ ქოპილაშვილი
შესყიდვების და ლოჯისტიკის განყოფილება
შპს „მედისონ ჰოლდინგი“
სათაო ოფისი, ქ.თბილისი, კალოუბნის ქ.12
ტელ.: (+995) 577 39 89 45
E-mail: t.kopilashvili@medison.ge ან t.kopilashvili@medison.com.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები