ჩაბარების ვადა:

8 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7698 - ტენდერი „აპლიკაციების კოდის შეფასება უსაფრთხოების ჭრილში და შეღწევადობის ტესტირების“ მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს „აპლიკაციების კოდის შეფასება უსაფრთხოების ჭრილში  და შეღწევადობის ტესტირების“ მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერი ჩატარდება 2 (ორი) ლოტად.

  • ტენდერის ფარგლებში თითოეულ ლოტზე, ცალ-ცალკე შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება. 

ლოტი N1:
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

  • მობაილ ბანკი ფიზიკური პირებისთვის (Android და iOS სისტემა);
  • მობაილ ბანკი იურიდიული პირებისთვის (Android და iOS სისტემა);
  • ინტერნეტ ბანკი ფიზიკური პირებისთვის (ვები);
  • ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის (ვები).
  • Pen-Test – Black & Gray;
  • Source code analysis – დინამიური/ღრმა ანალიზი ( tools-ების სკანირების შემდგომ, false positive-ების გაფილტვრა და ამ სისუსტეების გამოყენების რეალური სცენარი/ების გატესტვა).

ლოტი N1- ზე ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგნაირად;

  • წელიწადში 2-ჯერ ტესტირება - ცალკე საფასური;
  • წელიწადში 3-ჯერ ტესტირება - ცალკე საფასური.

ლოტი N2:
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა 

  • ონლაინ ვერიფიკაციის სერვისი (ვები) - ერთჯერადი ტესტირება.;
  • ტერაფეი (ვები) - ერთჯერადი ტესტირება;
  • ელექტრონული დიჯიპასი (მობაილ აპლიკაცია) - ერთჯერადი ტესტირება.
  • Pen-Test – Black & Gray;
  • Source code analysis – დინამიური/ღრმა ანალიზი ( tools-ების სკანირების შემდგომ, false positive-ების გაფილტვრა და ამ სისუსტეების გამოყენების რეალური სცენარი/ების გატესტვა).

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • მომსახურების საფასური,ფასი მოცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
  • შესრულებული მსგავსი პროექტების სია
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)

აუცილებელი პირობა:

  • მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

 კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „აპლიკაციების კოდის შეფასება უსაფრთხოების ჭრილში  და შეღწევადობის ტესტირება“;
  • ლოტის ნომერი (მაგ: ლოტი N1);
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

 სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 8 ოქტომბერი (18:00 სთ-მდე).

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით  დაუკავშირდით ეკატერინე გოგიძეს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Ekaterine.Gogidze@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 1188). მობ: 599 954717

სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge, ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005).მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 72800000 კომპიუტერის შემოწმება და ტესტირება
  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება