8 ოქტომბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7698 - ტენდერი „აპლიკაციების კოდის შეფასება უსაფრთხოების ჭრილში და შეღწევადობის ტესტირების“ მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს „აპლიკაციების კოდის შეფასება უსაფრთხოების ჭრილში და შეღწევადობის ტესტირების“ მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერი ჩატარდება 2 (ორი) ლოტად.
- ტენდერის ფარგლებში თითოეულ ლოტზე, ცალ-ცალკე შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
ლოტი N1:
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
- მობაილ ბანკი ფიზიკური პირებისთვის (Android და iOS სისტემა);
- მობაილ ბანკი იურიდიული პირებისთვის (Android და iOS სისტემა);
- ინტერნეტ ბანკი ფიზიკური პირებისთვის (ვები);
- ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის (ვები).
- Pen-Test – Black & Gray;
- Source code analysis – დინამიური/ღრმა ანალიზი ( tools-ების სკანირების შემდგომ, false positive-ების გაფილტვრა და ამ სისუსტეების გამოყენების რეალური სცენარი/ების გატესტვა).
ლოტი N1- ზე ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგნაირად;
- წელიწადში 2-ჯერ ტესტირება - ცალკე საფასური;
- წელიწადში 3-ჯერ ტესტირება - ცალკე საფასური.
ლოტი N2:
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა
- ონლაინ ვერიფიკაციის სერვისი (ვები) - ერთჯერადი ტესტირება.;
- ტერაფეი (ვები) - ერთჯერადი ტესტირება;
- ელექტრონული დიჯიპასი (მობაილ აპლიკაცია) - ერთჯერადი ტესტირება.
- Pen-Test – Black & Gray;
- Source code analysis – დინამიური/ღრმა ანალიზი ( tools-ების სკანირების შემდგომ, false positive-ების გაფილტვრა და ამ სისუსტეების გამოყენების რეალური სცენარი/ების გატესტვა).
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- მომსახურების საფასური,ფასი მოცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
- შესრულებული მსგავსი პროექტების სია
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი, საკონტაქტო პირების მითითებით;
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „აპლიკაციების კოდის შეფასება უსაფრთხოების ჭრილში და შეღწევადობის ტესტირება“;
- ლოტის ნომერი (მაგ: ლოტი N1);
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 8 ოქტომბერი (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ეკატერინე გოგიძეს, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Ekaterine.Gogidze@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 1188). მობ: 599 954717
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge, ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005).მობ: 595 60 01 04
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 72800000 კომპიუტერის შემოწმება და ტესტირება
- 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები
- 72700000 კომპიუტერული ქსელის მომსახურება