23 ოქტომბერი 2020, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT7833 - ბჟუჟა ჰესი. კალუას გზის №3 სახიდე გადასასვლელის (მე-4 უბანი) ლითონკონსტრუქციების მონტაჟი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ბჟუჟა ჰესი. კალუას გზის №3 სახიდე გადასასვლელის (მე-4 უბანი) ლითონკონსტრუქციების მონტაჟზე #06/10/2020-GIEC- CONST
მომსახურების აღწერა:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული ბჟუჟა ჰესის კალუას გზის #3 სახიდე გადასასვლელის ლითონკონსტრუქციების მონტაჟი
მისამართი:
- ოზურგეთი სოფელი გომი ბჟუჟა ჰესი.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- პროექტი - განმარტებითი ბარათი
- გენგეგმა - ნახაზები
- ხარჯთაღრიცხვა (გთხოვთ შეავსოთ ჩვენს მიერ მოწოდებული ფორმა!!!)
- ფოტომასალა
შენიშვნა:
- გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში რომ დამკვეთი კომპანია თავად უზრუნველყოფს დასამონტაჟებელი ლითონკონსტრუქციების ობიექტამდე ტრანსპორტირებას;
- კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ექსკავატორი Volvo 210 შეასრულებს ყველა საჭირო სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მითითებით (ამიტომ 1 ერთეული მსგავსი ტექნიკის მომსახურების ხარჯი არ შეიყვანოთ წინადადებაში)
- სასურველია რომ ტენდერში მონაწილობის მიღების მსურველმა კომპანიებმა ობიექტი ადგილზე მოინახულონ.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისიგაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისარ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
წინადადების წარდგენის წესი:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; ბჟუჟა ჰესი. კალუას გზის №3 სახიდე გადასასვლელის (მე-4 უბანი) ლითონკონსტრუქციების მონტაჟი #06/10/2020-GIEC- CONST
წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
მობ: 591 93 10 10
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 23 ოქტომბერი; 14:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები