ჩაბარების ვადა:

23 ოქტომბერი 2020, 14:00

სტატუსი:

დასრულებული

T7833 - ბჟუჟა ჰესი. კალუას გზის №3 სახიდე გადასასვლელის (მე-4 უბანი) ლითონკონსტრუქციების მონტაჟი

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ბჟუჟა ჰესი. კალუას გზის №3 სახიდე გადასასვლელის (მე-4 უბანი) ლითონკონსტრუქციების მონტაჟზე #06/10/2020-GIEC- CONST

მომსახურების აღწერა:

  • შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული ბჟუჟა ჰესის კალუას გზის #3 სახიდე გადასასვლელის ლითონკონსტრუქციების მონტაჟი

 მისამართი:

  • ოზურგეთი სოფელი გომი ბჟუჟა ჰესი.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • პროექტი - განმარტებითი ბარათი
  • გენგეგმა - ნახაზები
  • ხარჯთაღრიცხვა (გთხოვთ შეავსოთ ჩვენს მიერ მოწოდებული ფორმა!!!)
  • ფოტომასალა

შენიშვნა:

  • გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში რომ დამკვეთი კომპანია თავად უზრუნველყოფს დასამონტაჟებელი ლითონკონსტრუქციების ობიექტამდე ტრანსპორტირებას;
  • კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ექსკავატორი Volvo 210 შეასრულებს ყველა საჭირო სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მითითებით (ამიტომ 1 ერთეული მსგავსი ტექნიკის მომსახურების ხარჯი არ შეიყვანოთ წინადადებაში)
  • სასურველია რომ ტენდერში მონაწილობის მიღების მსურველმა კომპანიებმა ობიექტი ადგილზე მოინახულონ.

 შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

 დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისიგაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისარ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

 წინადადების წარდგენის წესი:

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა  იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი; ბჟუჟა ჰესი. კალუას გზის №3 სახიდე გადასასვლელის (მე-4 უბანი) ლითონკონსტრუქციების მონტაჟი #06/10/2020-GIEC- CONST

წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
მობ: 591 93 10 10
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 23 ოქტომბერი; 14:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები