ჩაბარების ვადა:

21 ოქტომბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T7849 - ქალაქ სიღნაღის მულტიმოლადური ტრანსპორტისა და მობილობის (მმტმ) სტრატეგიული გეგმის შემუშავება

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1- ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 21.10.2020 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში:

  • I - კონვერტში საფასო შემოთავაზება;
  • I I- კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში.

შემოთავაზების სხვა ვალუტაში გამოგზავნით, მომწოდებელი აცხადებს თანხმობას, რომ მოწოდებული შემოთავაზება დაკონვერტირდება ტენდერის დასრულების თარიღის მომდევნო სამუშაო დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვილით კურსის მიხედვით ლარში. შესაბამისად ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმდება აღნიშნული გაცვლითი კურსის შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ორგანიზაციის/ფირმის დასახელება (ლათინურად);
  • ორგანიზაციის/ფირმის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება - Elaboration of Signagi Multimodal Transport and Mobility (MMTM) Plan
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.

მიუთითოთ შემდეგი მისამართი:

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, III სართული 0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 19.2204.6-004.00 და აგრეთვე ტენდერის ნომერი: 83364387

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

 

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 28.10.2020 -თვის. დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. GIZ იტოვებს უფლებას გაასაჯაროვოს ინფორმაცია ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები