19 ოქტომბერი 2020, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T7883 - ტენდერი სამედიცინო ინვენტარის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ევექსის ჰოსპიტლები“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: „სამედიცინო ინვენტარის შესყიდვა“ - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია,პრეტენდენტს განემარტოსშემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება 1 წლიანი მოქმედებისხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეეს, როგორც სს „ევექსის ჰოსპიტლები“,
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 19ოქტომბრის 18:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებსდა მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 13 ოქტომბერი 2020 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება 19 ოქტომბერი 2020 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა 27ოქტომბერი 2020 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 05ნოემბერი 2020 წ.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 19 ოქტომბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერში შესაძლოა გამოვლინდეს ერთზე მეტი გამარჯვებული. შეთავაზების წარდგენა შესაძლებელია ცალკეულ პოზიციებზეც.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_medequipment@evex.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები