ჩაბარების ვადა:

23 ოქტომბერი 2020, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T7924 - ინტერესთა გამოხატვას ბანკის კომპიუტერული ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდის, 10 გიგაბიტიან ტექნოლოგიაზე გადასვლის და ბიზნეს უწყვეტობის ხარისხის გაუმჯობესებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ბაზისბანკი აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ბანკის კომპიუტერული ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდის, 10 გიგაბიტიან ტექნოლოგიაზე გადასვლის და ბიზნეს უწყვეტობის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ:

ბანკის მიზანი:

  • ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევის გამოცხადებით, ბანკი გეგმავს შეირჩიოს ოპტიმალური შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის კომპიუტერული ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდას, 10 გიგაბიტიან ტექნოლოგიაზე გადასვლას და ბიზნეს უწყვეტობის ხარისხის გაუმჯობესებას.
  • ინტერესთა გამოხატვაზე წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას, ქმედით მექანიზმს და გადაწყვეტის ძირითად პრინციპებს ბანკის მიერ დასახელებული ამოცანის  გადასაწყვეტად. 

განმარტებები
ტერმინთა განმარტებები:

  • კანდიდატი - საქართველოს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია კომპიუტერული ქსელების აგების სფეროში საქმიანობის და გამოთქვამს სურვილს წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად წარადგინოს წინადადება;

წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები:
კანდიდატები ვალდებულნი არიან ინტერესთა გამოხატვასთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

  • კომპანიის მოკლე რეზიუმე;
  • გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორის შესაძლებლობას განახორციელოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროექტი. იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებით საჭიროა წარმოდგენილ იქნეს პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები თითოეული ქვეკონტრაქტორისთვის;
  • გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსები და/ან სხვა მტკიცებულებები;
  • სერტიფიცირებული სპეციალისტების და ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები. 

ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ბანკმა შესაძლოა მოიწვიოს კანდიდატები  პრეზენტაციის  გაკეთების მიზნით.

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წინადადებების წარდგენა:

  • ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი PDF დოკუმენტის  სახით. 
  • დოკუმენტები უნდა გამოეგზავნოს  სს ბაზისბანკს არაუგვიანეს 2020 წლის 23 ოქტომბრის 18:00 თბილისის დროით, შემდეგ მისამართზე: tenders@basisbank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები