ჩაბარების ვადა:
23 ოქტომბერი 2020, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT7924 - ინტერესთა გამოხატვას ბანკის კომპიუტერული ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდის, 10 გიგაბიტიან ტექნოლოგიაზე გადასვლის და ბიზნეს უწყვეტობის ხარისხის გაუმჯობესებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ბაზისბანკი აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ბანკის კომპიუტერული ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდის, 10 გიგაბიტიან ტექნოლოგიაზე გადასვლის და ბიზნეს უწყვეტობის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ:
ბანკის მიზანი:
- ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევის გამოცხადებით, ბანკი გეგმავს შეირჩიოს ოპტიმალური შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის კომპიუტერული ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდას, 10 გიგაბიტიან ტექნოლოგიაზე გადასვლას და ბიზნეს უწყვეტობის ხარისხის გაუმჯობესებას.
- ინტერესთა გამოხატვაზე წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას, ქმედით მექანიზმს და გადაწყვეტის ძირითად პრინციპებს ბანკის მიერ დასახელებული ამოცანის გადასაწყვეტად.
განმარტებები
ტერმინთა განმარტებები:
- კანდიდატი - საქართველოს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია კომპიუტერული ქსელების აგების სფეროში საქმიანობის და გამოთქვამს სურვილს წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად წარადგინოს წინადადება;
წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები:
კანდიდატები ვალდებულნი არიან ინტერესთა გამოხატვასთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
- კომპანიის მოკლე რეზიუმე;
- გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორის შესაძლებლობას განახორციელოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროექტი. იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებით საჭიროა წარმოდგენილ იქნეს პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები თითოეული ქვეკონტრაქტორისთვის;
- გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსები და/ან სხვა მტკიცებულებები;
- სერტიფიცირებული სპეციალისტების და ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ბანკმა შესაძლოა მოიწვიოს კანდიდატები პრეზენტაციის გაკეთების მიზნით.
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წინადადებების წარდგენა:
- ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი PDF დოკუმენტის სახით.
- დოკუმენტები უნდა გამოეგზავნოს სს ბაზისბანკს არაუგვიანეს 2020 წლის 23 ოქტომბრის 18:00 თბილისის დროით, შემდეგ მისამართზე: tenders@basisbank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები