16 ნოემბერი 2020, 23:00
სტატუსი:
დასრულებულიT8045 - სათემო პროექტის განხორციელება საჩხერის, ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში
ტენდერის აღწერილობა:
2019 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის “, რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის მიერ KFW-ის მეშევეობით საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში, სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფით და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზით.
მოთხოვნა სატენდერო წინადადებაზე #: PR_00124648
სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 2 ნოემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 16 ნოემბერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00
შემოთავაზების საგანი: სათემო პროექტის განხორციელება საჩხერის, ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში
- ლოტი I - ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჭავჭავაძის ქუჩა #25-ში მდებარე დევნილთა დასახლების ეზოში ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობა
- ლოტი II - საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ბამბის სართავი ქარხნის ტერიტორიაზე დევნილთა ჩასახლების ეზოში ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობა
- ლოტი III -ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მაღლაკელიძის #11-ში მდებარე დევნილთა დასახლების ეზოში ბავშთა სათამაშო მოედნის მოწყობა
განცხადების სრული ტექტსი და ასევე ყველა საჭირო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს შეუძლიათ მოგვაწოდონ შემოთავაზება ლოტების მიხედვით და გამოხატონ ინტერესი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პროექტის/ლოტის განხორციელებაზე.
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისებში შემდეგ მისამართებზე: ჭავჭავაძის გამზ. N 37დ, 0179, თბილისი, საქართველო; 8 მარტის #1, ზუგდიდი, საქართველო არა უგვინეს 16.11.2020 24:00
კითხვები შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გაგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.gabisonia@drc.ngo არა უგვიანეს 12.11.2020
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები