17 ნოემბერი 2020, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT8105 - ტენდერი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურებაზე.
გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 11 ნოემბერი
- ქვეყანა: საქართველო
- შესრულების ადგილი: ახალციხე, 9 აპრილის ქ. № 1გ
- კონტრაქტის დასახელება: სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საინჟენრო კომუნიკაციების პროექტირების დოკუმენტაციის მომზადება
- დამკვეთი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
- ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 62.09.60.104 ) საინჟენრო კომუნიკაციების პროექტირების დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად;
- სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება დასრულებული რკინა-ბეტონის სამუშაოებით.
- შესასრულებლი სამუშაოები მოიცავს:
- გარე და შიდა კანალიზაციის სისტემების პროექტირებას;
- გარე სანიაღვრე ქსელის პროექტირებას;
- გათბობა-გაგრილების სისტემის პროექტირებას (საქვაბის ჩათვლით);
- ცივი, ცხელი და ცხელი წყლის რეცირკულაციის სისტემების პროექტირებას;
- ვენტილაციის სისტემის პროექტირებას;
- სახანძრო ვენტილაციის სისტემის პროექტირებას;
- სახანძრო წყალმქრობის სისტემის პროექტირება ( სპრინკლერები და გარე ჰიდრანტი);
- ელექტროობის პროექტირება ( მეხამრიდის და დამიწების კონტურის ჩათვლით);
- სუსტი დენების ქსელების პროექტირება.
სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
- სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
- საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურების სამუშაოების შესრულების საორიენტაციო პერიოდია 2020 წლის 20 ნოემბრიდან 2020 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით;
- სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
- წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.
პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:
- უნდა გააჩნდეთ საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება უკანასკნელ წლებში (2020-2017);
- სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- სამუშაოების შესრულების ფასი
- შესრულების ვადები
- საგარანტიო პირობები
- კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
- საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება - უნდა გააჩნდეთ შესრულებული მინიმუმ 100 000 ლარის ღირებულების სულ მცირე 2 კონტრაქტი (2017-2020).
პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის გაფორმებული საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოების ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
- განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
- შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
- არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
- ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც შესასრულებელ სამუშაოებზე დაადგენს დაბალ ფასს, მისაღებ ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.
პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 2020 წლის 19 ნოემბრამდე.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://we.tl/t-EcuDeydFFQ
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2020 წლის 17 ნოემბერი 13:00 საათამდე;
- მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com
- დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები