ჩაბარების ვადა:

17 ნოემბერი 2020, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T8105 - ტენდერი სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურებაზე.

გამოცხადების თარიღი: 2020 წლის 11 ნოემბერი

  • ქვეყანა: საქართველო
  • შესრულების ადგილი: ახალციხე, 9 აპრილის ქ. № 1გ
  • კონტრაქტის დასახელება: სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საინჟენრო კომუნიკაციების პროექტირების დოკუმენტაციის მომზადება
  • დამკვეთი: ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში
  • ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პრეტენდენტებს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის (ობიექტის საკადასტრო კოდი: 62.09.60.104 ) საინჟენრო კომუნიკაციების პროექტირების დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები წინამდებარე მოწვევის პირობების შესაბამისად;
  • სამშენებლო ობიექტის საწყისი მდგომარეობა განისაზღვრება დასრულებული რკინა-ბეტონის სამუშაოებით. 
  • შესასრულებლი სამუშაოები მოიცავს:
    - გარე და შიდა კანალიზაციის სისტემების პროექტირებას;
    - გარე სანიაღვრე ქსელის პროექტირებას;
    - გათბობა-გაგრილების სისტემის პროექტირებას (საქვაბის ჩათვლით);
    - ცივი, ცხელი და ცხელი წყლის რეცირკულაციის სისტემების პროექტირებას;
    - ვენტილაციის სისტემის პროექტირებას;
    - სახანძრო ვენტილაციის სისტემის პროექტირებას;
    - სახანძრო წყალმქრობის სისტემის პროექტირება ( სპრინკლერები და გარე ჰიდრანტი);
    - ელექტროობის პროექტირება ( მეხამრიდის და დამიწების კონტურის ჩათვლით);
    - სუსტი დენების ქსელების პროექტირება.

სატენდერო პირობები: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, ყველა გადასახადის ჩათვლით (დ.ღ.გ., საშემოსავლო და ა.შ.) წინადადება შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილ „ სატენდერო დანართ N 1 “-ის ფორმაში. „სატენდერო დანართ N1“-ში ივსება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოების ფასთა გრაფები, დანარიცხების პროცენტული სიდიდეები და შემსრულებლის მონაცემები. დანარიცხების გრაფაში არ არის საშემოსავლოს პუნქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გადასახადი ხელფასების სვეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.

  • სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურება უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების, ასევე შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი დაცვით;
  • საერთო საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურების სამუშაოების  შესრულების საორიენტაციო პერიოდია 2020 წლის 20 ნოემბრიდან 2020 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით;
  • სამუშაოების ღირებულება: ტენდერში მონაწილის პასუხისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე;
  • წინადადების მოქმედების ვადა: მინიმუმ 30 კალენდარული დღე.

პრეტენდენტები, კონტრაქტის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს:

  • უნდა გააჩნდეთ საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოების შესრულების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება უკანასკნელ წლებში (2020-2017);
  • სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
    - სამუშაოების შესრულების ფასი
    - შესრულების ვადები
    - საგარანტიო პირობები
    - კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
    - საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება
  • უნდა გააჩნდეთ შესრულებული მინიმუმ 100 000 ლარის ღირებულების სულ მცირე 2 კონტრაქტი (2017-2020).

პრეტენდენტმა, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები, კომპანიის იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ (მათ შორის გაფორმებული საინჟინრო კომუნიკაციების საპროექტო მომსახურებასთან დაკავშირებით სამუშაოების ხელშეკრულების, ხარჯთაღრიცხვის ასლები), მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად;
  • განაცხადი ტენდერში მონაწილეობის სურვილზე;
  • შევსებული მოცულობათა უწყისი (დოკუმენტი ერთვის ამ განცხადებას დანართი № 1 სახით).
  • არასრული დოკუმენტაცია არ იქნება განხილული;
  • ტენდერის პროცესში, დამკვეთი უპირატესობას მიანიჭებს კომპანიას, რომელიც შესასრულებელ სამუშაოებზე დაადგენს დაბალ ფასს, მისაღებ ხარისხს, ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, ექნება სხვა დამკვეთის (შესრულებული პროექტის) რეკომენდაციები.

პრეტენდენტის შერჩევისა და კონტრაქტის მინიჭების ვადა: 2020 წლის 19 ნოემბრამდე.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://we.tl/t-EcuDeydFFQ

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადებების მიღების საბოლოო ვადა: 2020 წლის 17 ნოემბერი 13:00 საათამდე;
  • მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: camilliansge@gmail.com
  • დამკვეთი უფლებამოსილია, შერჩევის პროცესში, პრეტენდენტს მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება სატენდერო განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;

სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება/წარდგენასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ედუარდ ზახარიანს
მობ: 571 373 193
ელ. ფოსტა: zaxariani@gmail.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები