ჩაბარების ვადა:
26 ნოემბერი 2020, 12:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T8135 - ტენდერი აგგსს აეროპორტის და ლოჭინის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშოების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს აგგსს აეროპორტის და ლოჭინის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშოების შესყიდვაზე #13/11/2020-NEO/CONSTRUCTION
მომსახურების აღწერა:
- შპს „ნეოგაზი“-ს აგგსს აეროპორტის და ლოჭინის მარკეტის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება შემსრულებლის მასალით;
მისამართი:
- ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13კმ
- გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი ლოჭინის ხევის მიმდებარე ტერიტორია
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- სარემონტო მასალებისა და სამუშაოების ჩამონათვალი.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ხარჯთაღრიცხვის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების და დ.ღ.გ-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (თუ შესაძლებელია ვიზუალური მასალაც წარმოადგინეთ);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 26 ნოემბერი, 12:00 სთ.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
- ვაჭრობის ბიჯი: 400 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა
საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10
ელ. ფოსტა: tchichua@gig.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ბექა ბექაური საკონტაქტო
ნომერი: 595 25 92 52.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები