ჩაბარების ვადა:
30 ოქტომბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT816 - ტენდერი ავეჯის დამზადება-მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს ავეჯის დამზადება-მონტაჟის მომსახურების შესყიდვის შესახებ.
საქონლის დასახელება:
1. კარადა #1
2. კარადა #2
3. მაგიდა #1
4. მაგიდა #2
დეტალური აღწერა და ნახაზები იხილეთ თანდართლ დოკუმენტში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით, მათ შორის).
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების და მონტაჟის ხარჯებს; მხოლოდ თურქული ავეჯის შემთხვევაში ობიექტზე მიწოდება ევალება ბანკს, მომწოდებელი ვალდებული იქნება მხოლოდ დაამონტაჟოს აღნიშნული ავეჯი.
- მომწოდებელმაუნდაატვირთოსშემდეგიდოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტებისსია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: გენადი აფციაური +995 (595) 599030.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 23 ოქტომბრიდან - 2015 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
- გთხოვთ ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ
- კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში “შეკითხვები შემსყიდველს”.
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=460&lang=geo