ჩაბარების ვადა:

30 ოქტომბერი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T816 - ტენდერი ავეჯის დამზადება-მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს ავეჯის დამზადება-მონტაჟის მომსახურების შესყიდვის შესახებ.

საქონლის დასახელება:

1. კარადა #1
2. კარადა #2
3. მაგიდა #1
4. მაგიდა #2

დეტალური აღწერა და ნახაზები იხილეთ თანდართლ დოკუმენტში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით, მათ შორის).
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს თბილისის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების და მონტაჟის ხარჯებს; მხოლოდ თურქული ავეჯის შემთხვევაში ობიექტზე მიწოდება ევალება ბანკს, მომწოდებელი ვალდებული იქნება მხოლოდ დაამონტაჟოს აღნიშნული ავეჯი.
  • მომწოდებელმაუნდაატვირთოსშემდეგიდოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში: 
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი; 
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტებისსია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: გენადი აფციაური +995 (595) 599030.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 23 ოქტომბრიდან  - 2015 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში “შეკითხვები შემსყიდველს”.
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ოქტომბერი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=460&lang=geo