24 ნოემბერი 2020, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT8170 - Procurement of IT Equipment
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი საქონელი, დანართი 1-ის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან.
ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 24.11.2020-ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ, შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე, აშშ-ს დოლარში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი). შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- ფირმის სრული სახელწოდება (ლათინურად),
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი),
- ტენდერის დასახელება - “Procurement of IT Equipment“,
- წარწერა ,,კონფიდენციალურია“.
გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე და მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, III სართული 0108 თბილისი
ასევე, კონვერტზე მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 16.2179.6-001.00 და ნომერი: 91145989
გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:
- შეკვეთის შესრულების ვადები,
- შემოთავაზების მოქმედების ვადა.
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
წესების დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება, სავარაუდოდ, დასრულდება 26.11.2020-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები