ჩაბარების ვადა:

24 ნოემბერი 2020, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8170 - Procurement of IT Equipment

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი საქონელი, დანართი 1-ის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან. 

ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 24.11.2020-ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, დახურულ კონვერტში.
გთხოვთ, შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე, აშშ-ს დოლარში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი). შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ფირმის სრული სახელწოდება (ლათინურად),
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი, მისამართი),
  • ტენდერის დასახელება - “Procurement of IT Equipment“,
  • წარწერა ,,კონფიდენციალურია“.

გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე და მიუთითოთ შემდეგი მისამართი: 

GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა, III სართული 0108 თბილისი 

ასევე, კონვერტზე მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 16.2179.6-001.00 და ნომერი: 91145989

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს: 

  • შეკვეთის შესრულების ვადები,
  • შემოთავაზების მოქმედების ვადა. 

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება, სავარაუდოდ, დასრულდება 26.11.2020-სთვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

სატენდერო დოკუმენტაცია