25 ნოემბერი 2020, 18:00
სტატუსი:
უარყოფილი
E
ელ. ტენდერი
T8189 - ტენდერი IP კამერის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს შიდა გამოყენების IP კამერის შეყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
დასახელება | რაოდენობა |
IP კამერა | 7 |
სპეციფიკაცია:
- 2MP შიდა გამოყენების ანტივანდალური Starlight IP მინი დომე სათვალთვალო კამერა ფიქსირებული ლინზით, მატრიცა 1/2.8" CMOS, ლინზა 2.8მმ / φ12, ხედვის კუთხე 99.6°, მინიმალური განათება: ფერადი: 0.002 ლუქსი - B/W: 0 Lux with IR, Smart IR, ღამის ხედვა 20მ, IR ლედები: 10 ცალი, S+H.265 / H.265 /H.264 კოდირება, ჩანაწერის გაფართოვება 1920x1080@30fps, სტრიმის სამი ნაკადი, ინტეგრირებული მიკროფონი (Bulit-in Mic), გარე მიკროფონის მიერთების მხარდაჭერა, MicroSD ბარათის თავსებადობა (მაქსიმუმ 128GB), ჭარბი ძაბვისგან და მეხისგან დაცვა: 2000V (TVS 6000V), PoE (802.3af), WDR 120dB, IK10, ONVIF (Profile S), P2P, ვიდეოანალიტიკა VCA+, HLC, BLC, 3D DNR, Smart Defog, EIS, ROI, Privacy Mask, ANR, NTP, Corridor Format, OSD, Cable Free Design, უსადენო კავშირის მხარდაჭერა (WiFi), მეტალის კორპუსი/შუშა, სამუშაო ტემპერატურა: -35℃~65
- მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2020 წლის 10 დეკემბრამდე.
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
- დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 25 ნოემბერი, 18:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები