ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2020, 18:00

სტატუსი:

უარყოფილი

E
ელ. ტენდერი
T8189 - ტენდერი IP კამერის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს შიდა გამოყენების IP კამერის შეყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

დასახელება რაოდენობა
IP კამერა 7

სპეციფიკაცია:

  • 2MP შიდა გამოყენების ანტივანდალური Starlight IP მინი დომე სათვალთვალო კამერა ფიქსირებული ლინზით, მატრიცა 1/2.8" CMOS, ლინზა 2.8მმ / φ12, ხედვის კუთხე 99.6°, მინიმალური განათება: ფერადი: 0.002 ლუქსი - B/W: 0 Lux with IR, Smart IR, ღამის ხედვა 20მ, IR ლედები: 10 ცალი, S+H.265 / H.265 /H.264 კოდირება, ჩანაწერის გაფართოვება 1920x1080@30fps, სტრიმის სამი ნაკადი, ინტეგრირებული მიკროფონი (Bulit-in Mic), გარე მიკროფონის მიერთების მხარდაჭერა, MicroSD ბარათის თავსებადობა (მაქსიმუმ 128GB), ჭარბი ძაბვისგან და მეხისგან დაცვა: 2000V (TVS 6000V), PoE (802.3af), WDR 120dB, IK10, ONVIF (Profile S), P2P, ვიდეოანალიტიკა VCA+, HLC, BLC, 3D DNR, Smart Defog, EIS, ROI, Privacy Mask, ANR, NTP, Corridor Format, OSD, Cable Free Design, უსადენო კავშირის მხარდაჭერა (WiFi), მეტალის კორპუსი/შუშა, სამუშაო ტემპერატურა: -35℃~65
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2020 წლის 10 დეკემბრამდე.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 25 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 ნოემბერი 2020 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა